ზუგდიდი-კოლხეთი 0:2 - "მეგრულ დერბიში" ფოთელებმა იმარჯვეს

AutoSharing Option
6 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XVIII ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ზუგდიდმა" "ბაიას ბაზაზე" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"მეგრულ დერბიში" 63-ე წუთზე ანგარიში ომარ გოგონაიამ გახსნა, მეორედ კი მასპინძელთა კარი ნიკა სიჭინავამ (89) აიღო.

ამ გამარჯვებით ფოთის გუნდმა სატურნირო ცხრილში ერთბაშად 2 საფეხურით აინაცვლა და ახლა მე-11 ადგილზეა. "ზუგდიდს" კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.