უმაღლესი ლიგა. XVII ტური: აჭარულმა გუნდებმა ერთნაირად მოიგეს

AutoSharing Option
28 თებერვალს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XVII ტური ორი შეხვედრით გაიხნსა, რომლებშიც ერთნაირი ანგარიშით (2:0) გაიმარჯვეს აჭარულმა გუნდებმა - ბათუმის "დინამომ" და ქობულეთის "შუქურამ".

ფოთის "კოლხეთმა" ბათუმის "დინამოს" ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ანგარიში 43-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა 11-მეტრიანით გახსნა, ასევე პენალტი აქცია გოლად 70-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა.

ქობულეთში "შუქურამ" ლანჩხუთის "გურიას" აჯობა. "ჩელე არენაზე" ანგარიში 65-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ გახსნა, 72-ეზე კი ადრიან პუკანიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის დანარჩენი ექვსი შეხვედრა, კვირას, 1-ელ მარტს გაიმართება.

იხილეთ: უმაღლესი ლიგა.
XVII ტურის წინ: მალე გაზაფხული მოვა!