ბუქარესტის "სტიაუამ" ალექსანდრე გურეშიძე და დაჩი ცნობილაძე ჩაინიშნა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონმა" რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ისპარინგა. ეს შეხვედრა რუმინელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს. "სიონმა" ფხიანად ითამაშა და მეტოქეს ბევრი არაფერი დაუთმო.

მატჩს რამდენიმე კლუბის სელექციონერი ესწრებოდა. რა თქმა უნდა, მათგან რუმინეთის ყველაზე ტრადიციული კლუბის, "სტიაუას" მზირები უნდა გამოვარჩიოთ. სასიამოვნოა, რომ მათ დავთარში "სიონის" ორი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი მოხვდა - ალექსანდრე გურეშიძე და დაჩი ცნობილაძე.

ამ ფეხბურთელებზე მკითხველს უფრო ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით, მით უმეტეს, ორივე მათგანი ქართული ფეხბურთის მომავალთან ასოცირდება.

დავიწყოთ გურეშიძით. 19 წლის მცველი თბილისის "დინამოს" საფეხბურთო
სკოლის აღზრდილია. ის 1995 წლის 23 აპრილს დაიბადა. "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში წარმატებული თამაშის შემდეგ ის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დუბლშემადგენლობაში გადავიდა, მერე კი თბილისის "ლოკომოტივშიც" ითამაშა.

გურეშიძეს უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, არ აკლია ასაკობრივ ტურნირებზე თამაშების გამოცდილება. არის ფიზიკურად ძლიერი, პოზიციურად ზუსტი, არ ერიდება ორთაბრძოლებს.

გულშემატკივარი კარგად უნდა იცნობდეს ცნობილაძესაც. 21 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც ასევე თავისუფლად შეუძლია თამაში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, გასულ სეზონში, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რუსთავის "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერთაგანი გახლდათ.

"მეტალურგის" გარდა, ცნობილაძეს თბილისის "ლოკომოტივშიც" უთამაშია. ისევე, როგორც გურეშიძე, "სიონმა" ცნობილაძეც ამ ზამთარს შეიმატა. "სტიაუას" მიერ მოწონებულ ფეხბურთელს უთამაშია 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც.

ქართულ საფეხბურთო თემში ცნობილაძეს იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ფეხბურთელს. "სიონის" ხელმძღვანელობამ თურქეთში ფეხბურთელებს სახალისო-საგანმანათლებლო ტესტები ჩაუტარა, რომელშიც სწორედ ცნობილაძემ გაიმარჯვა.

მოკლედ, აგერ, ზაფხული, აგერ, "სტიაუა" და აგერ - ჩვენ. რუმინული გუნდი ცნობილია იმით, რომ აქცენტს ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებზე აკეთებს. გუნდს რუმინეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე კონსტანტინ გალკა წვრთნის.

შევიტყვეთ ისიც, რომ ერთ-ერთი რუმინული კლუბის სელექციონერი "სიონის" პორტუგალიელი ფორვარდით, ლუის ალბერტო მედინათიც დაინტერესდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
aleko gureshidze udavod,nichieri da dzlieri mcveli ezrdeba qartul fexburts,dzalian gavs satamasho stilit aleqsandre chivadzes,es ra tqma unda chemi azria,ogond mis agzrdashi didi wvlili miudzgvis dgevandel saqartvelos universitetis safexburto skolas iraostan ertad
levani
06:31 18-02-2015
0
ოეე დრრრ აღარაა ეს გუნდი სტიაუააააააა!
0

სიახლეები პოპულარული