დინამო-შტურმი 1:1 - გამარჯვებაც შეიძლებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და ავსტრიული ბუნდესლიგის ბინადარ "შტურმს" დაუზავდა - 1:1.

კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა ნორმალურად ითამაშა და საგოლე მომენტებისას უფრო ყაირათიანი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, მოიგებდა კიდეც. ავსტრიელები რამდენჯერმე აშკარად გადარჩნენ, ერთხელ ბურთმა მათი კარის ძელიც "მოიკითხა"...

პირველი ტაიმი დინამოელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. მე-3 წუთზე, ლობჟანიძის დარტყმის შემდეგ, "შტურმი" მეკარე გრატცაიმ გადაარჩინა - ბურთი აკრობატული ნახტომით გადააგდო კუთხურზე, რასაც გიორგი გველესიანის თავური მოჰყვა, მაგრამ ავსტრიელთა კიპერმა ისევ იმარჯვა.

25-ე წუთზე კი გრატცაიმ არც დინამოელთა
ესპანელ ახალწვეულ მანუელს გაატანინა.

ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა - ჯაბა ჯიღაურმა ავსტრიელთა მცველის შეცდომით ისარგებლა და დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა - 1:0.

მეორე ნახევარი ავსტრიელებმა აგრესიულად დაიწყეს. რამდენიმე მომენტი ჰქონდა ედომვონის, მაგრამ საიმედო იყო დინამოელთა ახალწვეული მეკარე ჰრდლიჩკა.

მე-60 წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა. პენალტი გოლად აქცია ავსტრიელთა შორის საუკეთესო ედომვონიმ.

მეორე ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე შანსი ვახტანგ ჭანტურიშვილს ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. საბოლოოდ მატჩი ასეც დასრულდა - 1:1.

საკონტროლო მატჩი
დინამო-შტურმი 1:1
გოლები: 1:0 ჯიღაური (42), ედომვონი (60-პენ)

დინამო:
ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (50. ტაბატაძე), გველესიანი (73. ჯაფიაშვილი), ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე (84. მიქელთაძე), ბუკორაცი (70. ჭანტურიშვილი), ჯიღაური (67. გუგა), ლობჟანიძე (50. ჯანელიძე), პარუნაშვილი (62. კიტეიშვილი), მანუელი (62. უგულავა).
შტურმი: გრატცაი, ერენრაიხი, მადლი, შპენდლჰოფერი, როსენბერგი, პრისინგერი, ოფენბახერი, შიკი, სტანკოვიჩი, ედომვონი, კინასტი (პლიკე, ბარბარიჩი, რეში, ოშიპკო, ბევაბი, ლოვრიჩი, შლოფერი, ზიდლი, ტადიჩი).

მომდევნო შეხვედრას "დინამო" 30 იანვარს, პოლტავის (უკრაინა) "ვორსკლას" წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოცილეთ სკოლის მწვრთნელები დინამოს, სირცხვილია.
givi
15:59 29-01-2015
0
შტურმიის დუბლი იყო, საგოლ დინამო, გოგიცჰა მაგარი მწვრთნელია.
vano
15:55 29-01-2015
0

სიახლეები პოპულარული