ირაკლი მოდებაძე: ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "დილასთან" ერთად!

AutoSharing Option
გორის "დილას" პრესსამსახურმა ძალიან საინტერესო აქცია წამოიწყო. "დაუსვი კითხვა "დილას" ფეხბურთელს" - ასეთია მისი სახელწოდება. მართლაც, კარგი და არაერთ ქვეყანაში წარმატებით აპრობირებული ნოვაციაა, რომელიც ხელს უწყობს გულშემტკივრებსა და ფეხბურთელებს შორის დაახლოებას, მათ შორის უშუალო კონტაქტის დამყარებას...

"დილას" გულშემატკივართა კითხვებს გუნდის ერთი ლიდერი, ირაკლი მოდებაძე პასუხობს...

მიმდინარე სეზონში მოდებაძის ანგარიშზე 8 გოლია. ის პირველობის საუკეთესო ბომბარდირ ჯაბა დვალს (რომელიც ახლახან მოლდოვურ "დაჩიაში" გადავიდა), 2 გოლით ჩამორჩება. ფიქრობს თუ არა მოდებაძე ბომბარდირობაზე და აპირებს თუ არა ამ მიზნის მისაღწევად პენალტების გატანას?

"თერთმეტმეტრიანებს
გამოვიყენებ არა მარტო პირადი მიღწევისთვის, არამედ, პირველ რიგში, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე", - ამბობს მოდებაძე.

საინტერესოა, მიმდინარე სეზონში გატანილ რომელ გოლს გამოარჩევს გამოცდილი ფორვარდი?

"ჩემთვის ყველა გოლი გამორჩეული და მნიშვნელოვანია. მახსენდება "სიონთან" მატჩში, ჩემს იუბილეზე გატანილი გოლი. ამ დღეს ქომაგებმა მომილოცეს დაბადების დღე და ეს გოლი მათ მივუძღვენი", - აცხადებს ფეხბურთელი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
რომელ გუნდში ისურვებდა მოდებაძე თამაშს "დილადან" წასვლის შემთხვევაში?

"ყველაფერი კარგად არის და არ ვაპირებ "დილადან" წასვლას", - ამბობს ირაკლი.

მოდებაძეს კითხვა საფეხბურთო გემოვნების შესახებაც დაუსვეს.

"ბარსელონას" ქომაგი არ ვარ, მაგრამ თამაშის სტილით სწორედ ამ გუნდს გამოვარჩევდი. მომწონს მისი გზა და საფეხბურთო ფილოსოფია. ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი კი კრიშტიანო რონალდოა".

რას ნიშნავს მოდებაძისთვის გორის "დილა"?

"გუნდი გადმოსვლისთანავე შემიყვარდა და ის ჩემს მეორე ოჯახად იქცა. "დილასთან" ძალიან ბევრი ემოცია და დაუვიწყარი წუთები მაკავშირებს", - ამბობს მოდებაძე.

რა არის გამოცდილი ფორვარდის მთავარი მიზანი?

"ჩემთვის მთავარი მიზანი გუნდური ტიტულების მოგებაა. მინდა, "დილასთან" ერთად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო", - მოდებაძე მიზნებში არ იზღუდება.

ვინ ხუმრობს "დილაში" ყველაზე კარგად?

"გუნდში ყველაზე ხუმარა გიორგი სომხიშვილია", - აღნიშნავს მოდებაძე.

რა გამოარჩევს გორულ კლუბს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა გუნდებისგან?

"დღევანდელი "დილა" ალბათ ყველაზე შეკრული, კარგად შეთამაშებული და შემტევ სათამაშო სტილზე ორიენტირებული გუნდია. შედეგთან ერთად, ჩვენი მიზანია სანახაობრივი ფეხბურთის დემონსტრირება".

"დილას" ქომაგებმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ფეხბურთში გადადგმული პირველი ნაბიჯების გახსენებაც სთხოვეს.

"პირველი ნაბიჯი თბილისის "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში გადავდგი. 5 წელი საშა ვაშაკიძესთან ერთად გავიარე. რაც შეეხება პირველ პროფესიულ გუნდს, ეს იყო ზაპოროჟიეს "მეტალურგი", სადაც 7 წლის განმავლობაში ვთამაშობდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა დროს ევროპაა მორე? წელს ჩემპიონთა ლიგაზე გადის დილა, საქართველოს ჩემპიონი უნდა გავხდეთ :)
ემზარ
20:53 01-02-2015
0
წარმატებები
გიო
15:32 01-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული