ილია კოკაია დაბრუნდა - რა ელის "ზესტაფონს"?

AutoSharing Option
როგორც "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია საქართველოში დაბრუნდა.

ცოტა ხნის წინ მან ქართული ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.

უახლოეს დღეებში შედგება კოკაიასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ თუთარაშვილის შეხვედრა, რაც, ალბათ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.


ამ დროისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ჯერ არ გამოუთქვამს კოკაიასთან შეხვედრის ოფიციალური სურვილი (ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია იყო გუშინ საღამოსათვის). ზუსტად ვიცით, რომ ფედერაციის მესვეურები მზად არიან,
კოკაიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრონ, რამაც "ზესტაფონის" პრეზიდენტი ქართული ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ეს პოზიცია "ლელოსთან" საუბარში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დააფიქსირა.

მოკლედ, მალე მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა შედგეს, რაც "ზესტაფონის" ბურუსით მოცულ მომავალს, ალბათ, მეტ სიცხადეს შემატებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
ამჟამინდელ ფეხბურტის ფედერაციის პრეზიდენტს და მის გუნდს უნდა მიცე ცეცხლი და აწამოოო!!!! ოგონდ ფული იშოვონ და თავის ჯიბეები გაავსონ მეტი არ აინტერესებთ არაფერი!!! სად წერია რო ფეხბურტელს 1 ნახევარში 16 ნომერი ეცვას და მეორე ნახევარში 20 ნომრით გამოვიდეს ტანაც გუნდის კაპიტანი!!! ეს ხომ სირცხვილია!!!
ადამიანი
00:35 27-01-2015
0
ბატონო ალეკო!მე არ მიკადრებია თქვენთვის,რომ კოკაიას დაკვეთით წერთ-მეთქი.უბრალოდ ბევრ ადამიანს ასეთი შთაბეჭდილება რჩება.რაც ძალიან მწყინს.თქვენ ძალიან კარგად იცით,რომ ამ ქვეყნად შეუცვლელი არავინაა.მე ვეცნობი ქართული ფეხბურთის შესახებ გამოქვეყნებულ ყველა ჟურნალისტის სტატიას,ძალიან მომწონს თქვენი და ბატონ მერაბ მამულაშვილის წერილები ამ თემაზე,რადგან ქართული ფეხბურთის ბევრ სატკივარს ეხებით და თქვენთან დაკავშირებას ისედაც ვაპირებდი,რადგან დიდი ხანია მეც ამ სფეროში ვმოღვაწეობ.თუ თქვენს ტელეფონს მიუთითებთ,აუცილებლად დაგიკავშირდებით.თუ რაიმე ისე ვერ გამოვთქვი და გეწყინათ,სახალხოდ გიხდით ბოდიშს.პატივისცემით ზესტაფონელი
ზესტაფონელი
19:28 07-01-2015
0

სიახლეები პოპულარული