გურამ გურეშიძეს აზერბაიჯანული ვარიანტიც აქვს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონისა" და საყრდენი ნახევარმცველის, გურამ გურეშიძის გზები გაიყარა. ჩვენი ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს ეძებს და ქართულ გუნდებთან ერთად, მისი გადაბირებით აზერბაიჯანელებიც ყოფილან დაინტერესებულები.

გურეშიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია. მას სხვადასხვა დროს "ვიტ ჯორჯიაში", რუსთავის "მეტალურგსა" და გორის "დილაში" უთამაშია.

იმედია, უახლოეს პერიოდში გავიგებთ, რამდენად რეალურია აზერბაიჯანელთა ინტერესი და სად გააგრძელებს კარიერას გურეშიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"