"სამტრედია" ზამთარში ლეგიონერებით გაძლიერდება?

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა ზამთარაძე და დავით მუჯირი

საქართველოს ჩემპიონატის XIII ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა - "დილამ" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. იხ.დილა-სამტრედია 1:0 - მყარი მეორე [VIDEO]

მანამდე ეს გუნდები 21-21 ქულით ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებდნენ. უშუალო კონკურენტთან მოგებით, გორელებმა "სამტრედიას" 3 ქულით გაასწრეს და ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ.

თუმცა კლუბის სპორტული დირექტორი დავით მუჯირი ამბობს, რომ ყურების ჩამოყრა ნაადრევია:

"ეს იყო, როგორც იტყვიან ხოლმე, 6-ქულიანი მატჩი და არ მგონია, რომ კატასტროფულად ვითამაშეთ, მაგრამ
უყურადღებობის გამო დავისაჯეთ, რაც ფეხბურთის წესია.

წაგება საწყენია, მით უფრო - უშუალო კონკურენტთან, მაგრამ წინ კიდევ 17 ტურია და გადამწყვეტი ბრძოლები ბევრი იქნება.

"დილასთან" წაგება ჩვენს მიზნებს ვერ შეცვლის - "სამტრედიას" მიზნად სამეულში მოხვედრა აქვს დასახული. ამის საფუძველს ის გამონათებები გვაძლევს, რაც რამდენიმე შეხვედრაში გვქონდა.

სამწუხაროა, რომ სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ. თუმცა გუნდს მეტი შეუძლია და მეტის რესურსიც აქვს. იმედია, უახლოეს თამაშებში ყველა ფეხბურთელი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოავლენს, რაც შედეგშიც აისახება და თამაშის ხარისხშიც. ამას გუნდის ხელმძღვანელობაც მოითხოვს".

ვრცელდება ხმები, რომ ზამთრის პაუზის დროს "სამტრედიაში" ლეგიონერებს მიიწვევენ, კერძოდ - რამდენიმე უკრაინელს. მუჯირს ამაზე კომენტარიც ვთხოვეთ:

"შესაძლოა, ზამთრის შესვენებისას რაღაც შეიცვალოს. გაძლიერებაზე ჩვენ კი არა, "რეალი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" არ ამბობენ უარს. სატრანსფერო "ფანჯრის" გახსნის დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ცხადია, ჩვენც გვსურს, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შემადგენლობას აშკარად ბევრი შეუძლია, ვიდრე ეს შედეგებიდან ჩანს. ფეხბურთელები ამას თავადაც აცნობიერებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამტრედიას გამოცდილი და კვალიფიციური მცვრტნელი სჯირდება ზამტარადზე კარგი ბიჯია მაგრამ გამოცდილება აკლია 2 მცვრტნელად კი კარგი იკნება
paata xuchua
17:09 25-11-2014
0
ლეგიონერები კიარა ნორმალური მწვრთნელი მოუყვანეთ. : )))
giigi
14:38 25-11-2014
0

სიახლეები პოპულარული