უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: იმერული დერბი

AutoSharing Option
22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართება. ოთხივე მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება.

დღის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას ქომაგი ქუთაისში მოელის, სადაც "იმერულ დერბიში" "ტორპედო" "ზესტაფონს" უმასპინძლებს.

ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" ზუგდიდში ჩადის, თბილისში უმასპინძლებს ცხინვალის "სპარტკი" ქობულეთის "შუქურას", ხოლო საჩხერის "ჩიხურა" კი ლანჩხუთში "გურიას" ესტუმრება.

Sportall.Ge
ზუგდიდი-დინამო (თბ)
გარკვეული პაუზის შემდეგ "ზუგდიდმა" თავის ერთ-ერთ ყველაზე "არასასურველ" მეტოქეს მშობლიურ ქალაქში უნდა უმასპინძლოს; ეს ფაქტი კი ბესიკ შეროზიას დამოძღვრილ "ზუგდიდის" ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს მისცემს.

თუმცა საქართველოში ხომ
თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ არც ერთ გუნდს არა აქვს მოტივაციის ნაკლებობის პრობლემა და ასეა "ზუგდიდიც". და ეს იმის მიუხედავად, რომ ხვალინდელ მატჩში ერთმანეთის პირისპირ "საპირისპირო პოლუსზე" მყოფი გუნდები წარდგებიან: "ზუგდიდი" - ბოლოზეა, "დინამო" - პირველზე!

მოტივაცია ვახსენეთ და, ვფიქრობთ, დინამოელებსაც არანაკლები სწრაფვა უნდა ჰქონდეთ გამარჯვებისაკენ; ჯერ ერთი, წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ გუნდი ყველანაირად ეცდება სრულ რეაბილიტაციას.

ამას გარდა, მოვლენები შესაძლოა ისე განვითარდეს, რომ კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" სწორედ ამ ტურის მერე მოიპოვოს "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული; ამისათვის კი ორი "აუცილებელი და საკმარისი პირობაა" საჭირო: "დილასა" და "სამტრედიას" მატჩი ფრედ უნდა დამთავრდეს, "დინამომ" კი - გაიმარჯვოს.

ტორპედო-ზესტაფონი
დისკვალიფიკაცია: აბრამიძე (ტორპედო)

რიგით XXIII "იმერული დერბი", როგორც ამ ბოლო წლებში იყო, ამჯერადაც უდიდეს ინტერესს იწვევს, თანაც, "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" დაპირისპირებების წინ არასდროს აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, გუნდები რომელ ადგილზე იმყოფებიან სატურნირო ცხრილში.

ასეა ახლაც: ზედიზედ ორი გამარჯვების მერე თავისი "კუთვნილი პოზიციებისაკენ" დაძრული "ზესტაფონი" ორი ქულით უსწრებს "ტორპედოს" და ხვალინდელ "იმერულ დერბის" სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ზედიზედ ორი გამარჯვება ვახსენეთ და საერთოდაც, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონი" უკვე 7 მატჩია, დაუმარცხებლად ასპარეზობს, გუნდის კაპიტანი ჯაბა დვალი კი, როგორც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობის უპირველეს კანდიდატს "ეკადრება", ბოლო შეხვედრებია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა "ტორპედოში" - რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებს უკვე ორი თვეა ჩემპიონატში არ მოუგიათ...

* * *
შეგახსენებთ, რომ ტურის ოთხი მატჩი 21 ნოემბერს ჩატარდა. "დილამ" გორში "სამტრედიას სძლია (1:0), ხოლო ბათუმის "დინამომ" ბოლნისის "სიონს" (2:1). სტუმრად მცხეთაში, ორი უპასუხო გოლი გაუტანა "ვიტ ჯორჯიას" რუსთავის "მეტალურგმა", ხოლო მარტვილის მერანისა და ფოთის "კოლხეთის" მატჩში გოლი არ გასულა (იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული