გივი კვარაცხელიამ საჩხერის "ჩიხურა" აირჩია

AutoSharing Option
გიორგი რეხვიაშვილის თბილისის "დინამოში" დაბრუნების შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" ცენტრალურ მცველს ეძებდა. ცხადია, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი ექსპერიმენტებს ვერ ჩაატარებდა - ამ პოზიციაზე სოსო ფრუიძეს სრულფასოვანი შევსება სჭირდებოდა.

საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა გამოცდილი გია კვარაცხელია მიიწვია. 34 წლის მცველი თბილისის "დინამომ" დეკემბერში ტრანსფერზე დააყენა, ხოლო შემდეგ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულება გაწყდა.

მას მერე კვარაცხელია ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იყო. მას რამდენიმე გუნდი იწვევდა. კვარაცხელიამ "ჩიხურას" წინადადება ამჯობინა.

"ჩიხურასთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე. ეს ჩემთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი იყო", - გვითხრა კვარაცხელიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული