დუშან უჰრინი: "სიონთან" იოლად მოვიგეთ, მაგრამ მომავალ სამ მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ

AutoSharing Option
8 დეკემბერს გამართუ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" ბოლნისის "სიონი" ანგარიშით 5:0 განაადგურა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

"იოლი თამაში იყო, მეტოქეს შანსი არ ჰქონია. თავიდანვე შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი და სწრაფი გოლის გატანა გვქონდა ჩაფიქრებული.

საბოლოოდ "სიონთან" შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვეთ და დღევანდელი ტურის შემდეგ უახლოეს მდევარი ექვსი ქულით ჩამოვიტოვეთ.

პირველი ეტაპის დასრულებამდე წინ კიდევ სამი მატჩი გვაქვს და თითოეულ მათგანს სერიოზულად უნდა მივუდგეთ"
.

www.fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:

"ტორპედომ" "დილას" მოუგო, გორსა და ფოთში მსაჯებს აგინეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული