მერანი-ბაია 2:1 - მარტვილელებს აქტიურობა დაუფასდათ

AutoSharing Option
06.05. მარტვილი. ცენტრალური. 2000 მაყურებელი
მერანი-ბაია 2:1
0:1 გაბედავა (45+1 ფარჯიკიას პასით), 1:1 გ. ჟვანია (55.პენალტით), 2:1 ამბროლაძე (58)

მერანი (4-3-3) ბაია (4-4-2)
შეროზია მაქაცარია
გეგეჭკორი ზარნაძე
იობაშვილი აფაქიძე
გ. ჟვანია გამრეკლიძე
სუხიაშვილი აკობია
დიდავა ქვარცხავა
მანწკავა ენდელაძე
ფონიავა ფარჯიკია
ამბროლაძე ნ. შონია
ტორონჯაძე გაბედავა
ტაპე კუკავა
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია გ. ტყებუჩავა

მერანი
80. ამბროლაძე - მელიავა
86. მანწკავა - წოწორია
90. ტაპე - ტორაძე
სათადარიგოები: შენგელია, ვართაგავა, კაკუშაძე, კაკულია

ბაია
46. ნ. შონია - გუჯეჯიანი
65. ენდელაძე - სიხარულია
80. ქვარცხავა - პაჭკორია
სათადარიგოები: ჯომიდავა, შ. ლომია, ტყებუჩავა, აქუბარდია

გაფრთხილება: ფარჯიკია
(51)

არბიტრი: ჯ. ხორავა

"მეგრულ დერბის" ინტრიგა არასოდეს აკლდა და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრინციპულ დაპირისპირებაში უფრო ძლიერმა იმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა პირველი ტაიმი მათთვის სასურველი ანგარიშით ჩაამთავრეს, მეორეში მერანელებმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებს წამყვანი ფეხბურთელი ელგუჯა გრიგალაშვილი აკლდათ, რომელიც დისკვალიფიცირებული გახლდათ.

საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და რეალური საგოლე მომენტი, ფაქტობრივად, არცერთ გუნდს ჰქონია. თანდათანობით კი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც ვიხილეთ: გამოსაყოფია გიორგი მანწკავას შორეული დარტყმა, ხოლო მოგვიანებით ლამაზი კომბინაცია, რომელიც მარჯვენა ფრთაზე ლევან გეგეჭკორმა წამოიწყო, შემდეგ მამუკა ტორონჯაძემ განაგრძო, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მუნინი ტაპემ ვერ ივარგა.

34-ე წუთზე "მერანს" კიდევ ერთი რეალური მომენტი ჰქონდა: მანწკავასა და ამბროლაძის კომბინაციის შემდეგ ანზორ სუხიაშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა მცველებმა ითამაშეს კარგად და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს.

ერთი შეხედვით, "ბაიას" არაფერი გამოსდიოდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მაინც იხეირა: კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს გიორგი გაბედავამ შეაგება თავი და დააწინაურა თავისიანები - 0:1.

მეორე ნახევარში მასპინძლები კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და დიდი ძალებით წავიდნენ წინ. განსაკუთრებით ბევრს მოძრაობდა შემტევი ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა, რომელიც გამუდმებით პრობლემებს უქმნიდა მეტოქის მცველებს. ასევე, აღსანიშნავია ახალგაზრდა ლევან გეგეჭკორის თამაშიც.

მალე მარტვილელებმა ანგარიში საყაიმო გახადეს: მამუკა ტორონჯაძის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი სტაჟიანმა პენალტისტმა გიგა ჟვანიამ აქცია გოლად. ცნობისათვის, ეს ჟვანიას მიერ მიმდინარე ჩემპიონატზე გატანილი მეცხრე ბურთია, რაც მცველისათვის შესანიშნავი შედეგია.

ზუსტად სამ წუთში მასპინძლების კომბინაცია, რომელიც იმავე გეგეჭკორმა წამოიწყო, ტაპემ გააგრძელა, ბურთი ძელს მოხვდა. დამატებაზე კი ყველას გიგა ამბროლაძემ დაასწრო და 1:2.

გაშვებული ბურთის შემდეგ სტუმრები შედარებით გამოცოცხლდნენ, მაგრამ თამაშის სადავეები ხელთ მაინც ვერ იგდეს. გატანა ორივე გუნდს შეეძლო: ტორონჯაძის საკმაოდ ძლიერად დარტყმულ თავურზე ჩინებული რეაქცია გამოავლინა სტუმართა მეკარემ მაქაცარიამ, ხოლო რამდენიმე წუთში კი აკაკი ფარჯიკიას ძლიერი დარტყმა მოიგერია ჯონი შეროზიამ. ზუგდიდელთა ამ შეტევას იქვე მყოფი გუჯეჯიანი აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

შეხვედრის უკანასკნელ წუთზე იმავე ფარჯიკიამ სცადა სტანდარტულიდან მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა შეროზიამ კარგი რეაქცია გამოავლინა და თავისიანებს კიდევ ერთი დამსახურებული გამარჯვება დაუფიქსირა.

"აქტიურობა დაუფასდათ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული