გაგრა-მერცხალი 0:0 - ნანატრი ქულა

AutoSharing Option
02.04.თბილისი.მერანი.200 მაყურებელი
გაგრა-მერცხალი 0:0

გაგრა მერცხალი
4-4-2 4-1-4-1
ბეგაშვილი გია გოგუა
ფალავანდიშვილი ზ. ტუღუში
ტყეშელაშვილი ქობულაძე
ნარმანია ხაჩიძე
ჯგერენაია ა.ლორია
ნ. ჯიშკარიანი ზ. ვარდუაშვილი
ყურულაშვილი ტაკიძე
ჭკუასელი ტყეშელაშვილი
კობერიძე ხურციძე
კვანტალიანი ათუაშვილი
ჯერემია ვაშაკიძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:
ზ. ჯელაძე ხ. ჩხატარაშვილი

გაგრა
46. კობერიძე - სარდალიშვილი
67. ყურულაშვილი - ზვიადაძე
75. ფალავანდიშვილი – ლ. სეთურიძე
სათადარიგოები: მაღრაძე, კალანდაძე, ერისთავი, კიკნაველიძე

მერცხალი
8. ხაჩიძე - ბაჯელიძე
46. ვაშაკიძე - თ.ვარდუაშვილი
76. ათუაშვილი - ლ.კალანდაძე
სათადარიგო: ს.ჩიგოგიძე
გაფრთხილება: კობერიძე (15), ვაშაკიძე (42), თ. ვარდუაშვილი (50)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

პლეი აუტის გათამაშებაში წარუმატებელი სერია შეწყვიტა ოზურგეთის "მერცხალმა" და პრაგმატული
თამაშის წყალობით, მათზე გაცილებით ძლიერ მეტოქეს სტუმრად ქულა აართვა.

სტადიონზე მისულ მცირერიცხოვან გულშემატკივარს იმედები გაუცრუვდა და ყოვლად უსახური ფეხბურთის მომსწრე გახდა. სხვა რა უნდა ეწოდოს იმ ფაქტს, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გუნდებს სახიფათო მომენტი არც შეუქმნიათ მოწინააღმდეგის კართან, თუ არ ჩავთვლით გაგრელთა ნახევარმომენტს, როდესაც ნიკოლოზ ჯიშკარიანის ჩაწოდებულს შალვა კვანტალიანის თავური მოჰყვა.

შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმი შედარებით უკეთესი გამოდგა. მასპინძლები გამოცოცხლდნენ და 54-ე წუთზე შექმნეს რეალური საგოლე მომენტი: ნიკოლოზ ჯიშკარიანის შორეული დარტყმული მეკარემ უხეიროდ მოიგერია, თუმცა გამოცდილმა გია გოგუამ თავისივე შეცდომა იქვე გამოასწორა, როდესაც ახლად შემოსულ მიხეილ სარდალიშვილს დამატებაზე ორჯერ აუღო ურთულესი ბურთი.

აღსანიშნავია ასევე ჯონ ჯერემიას შორეული დარტყმა, ხოლო მოგვიანებით კი მისივე შესრულებით გამჭოლი გადაცემა მეტოქის საჯარიმოში, რომელსაც გაგრელთაგან არავინ გამოეხმაურა.

თამაში დაბალ ტემპში გაგრძელდა. "გაგრას" აშკარად რაღაც აკლდა, ხოლო "მერცხალს" არსად ეჩქარებოდა და ელოდა თავის შანსს. 75-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე ირაკლი ბაჯელიძის აქტიურობას ხიფათი მოჰყვა, თუმცა, ფაქტობრივად, ცარიელ კარს ირაკლი ტაკიძემ ბურთი სასწაულებრივად ააცილა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ შესვენების შემდეგ სტუმრები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. "გაგრას" მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ნამდვილად მოხვდა, თუმცა არბიტრმა ხარიტონაშვილმა განზრახ თამაში არ დააფიქსირა.

ბოლოსკენ მასპინძლები გააქტიურდნენ და მწვავე მომენტებიც შექმნეს. გიორგი ჯგერენაიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ბურთს ვერ მისწვდა კვანტალიანი. იქვე მყოფი ჯერემია ნახტომში შეეცადა გატანას, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

86-ე წუთზე მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელის, ნიკოლოზ ჯიშკარიანის კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა. ბურთი ჯერემიას მიუვიდა, მაგრამ ძალზედ ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა.

საბოლოოდ -  ნულოვანი ფრე, რომლითაც კმაყოფილნი სტუმრები უფრო დარჩნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული