ეროვნული ლიგა. XX ტური: "სამტრედიამ" "ჩიხურას" დამაჯერებლად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა "სამტრედიამ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სამტრედიელები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მეოთხე წუთზე თავისი გუნდი წინ დავით რაჟამაშვილმა გაიყვანა. 44-ე წუთზე საჩხერელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ანტე გის დინო ჰამზიჩმა აუღო. ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი სამტრედიელთა შეტევების ფონზე დაიწყო და 3-წუთიან მონაკვეთში, 58-ე და 61-ე წუთებზე ნიკა საბანაძემ დუბლი გაიფორმა, "სამტრედიამ" კი აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

ამ
გამარჯვებით "სამტრედიას" 39 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე ადგილზეა, "ჩიხურა" კი 29 ქულით მეოთხეზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თამაში კი არა ბურჭალი ქვია ამას იმერულად,რა დონეა,რაში იღებენ ხელფასს,ჩემი უბნის ბავშვები უკეთესად თამაშობენ,ასე გინდათ ევროთასები თქვე უბედურებო?? გააუქმეთ ფეხბურთის ფედერაცია საერთოდ,არაფრის აზრზე არ ხართ
რა გვეშველება? არაფერი........
14:31 29-07-2017
0
სამტრდია კიდე ბევრს გაამწარებს ეხლა უკვე ბოღმებო ის გადარდებთ მომავალში თქვენი გუნდები რო იქნება გარღვევის კანდიდატი აბა ყარაბაღს რო ვერ გავივლიდით ეს ჩემმა 7 წლის ბავშვმაც იცოდა ლომებო.
fauqa
12:22 29-07-2017
0

სიახლეები პოპულარული