"როდესაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, ინტერნეტში თბილისურ კლუბზე ინფორმაცია მოვიძიე"

AutoSharing Option
ალბანელი ფორვარდის ნდუე მუიეცის დებიუტი "საბურთალოში" ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩში შედგა. 24 წლის ლეგიონერი მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა.

თამაშის შემდეგ, მუიეციმ კომენტარი "საბურთალოს" ოფიციალური ვებგვერდისთვის გააკეთა:

"ტორპედოსთან" რთული თამაში გამოდგა. პირველ ტაიმში ორბურთიანი სხვაობით ვაგებდით. საბოლოოდ, ერთი ბურთის გაქვითვა მატჩის ბოლოს მოვახერხეთ. არადა, კიდევ ხუთი წუთი რომ გვქონოდა, შეიძლებოდა გაგვეტანა და თამაში გადაგვერჩინა.

მეორე ტაიმიდან ჩავერთე თამაშში. მწვრთნელების დავალება იყო ის, რომ აქტიურად ჩავრთულიყავი და ჩვენი იერიშები გამემწვავებინა. ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანის შანსი მქონ
და, მაგრამ დარტყმა ძლიერი არ გამომივიდა.

"საბურთალო" ტექნიკურ და დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს. როდესაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, ინტერნეტში თბილისურ კლუბზე გარკვეული ინფორმაცია მოვიძიე. სანაკრებო დონეზე მიყურებია მატჩებს საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების მონაწილეობით.

რაც შეეხება კლუბს - ბიჭები თბილად დამხვდნენ. ჩანს, რომ მეგობრული და ერთ მუშტად შეკრული კლუბია. სასიამოვნოა, რომ "საბურთალოში" ჩემი ყოფილი გუნდელი თორნიკე თარხნიშვილი თამაშობს, რომელთანაც ლატვიის "ვენტსპილში" მაქვს ნათამაშები", - განაცხადა მუიეცმა.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული