"სამტრედიასა" და "ყარაბაღის" მატჩს სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს, რომელშიც "სამტრედია" "ყარაბაღს" დაუპირისპირდება, სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი სრჯან იოვანოვიჩი იქნება, მას კი უროშ სტოიკოვიჩი და მილან მიხაილოვიჩი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი მარკო პოპოვიჩი იქნება.

"სამტრედიისა" და "ყარაბაღის" დაპირისპირება ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ბაქოში "ყარაბაღის" გამარჯვებით 5:0 დასრულდა.