უეფას საკლუბო რეიტინგი: ქართული კლუბების უკუსვლა

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ საიტზე განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ცხრა ქართული კლუბია.

თბილისის "დინამო" - 218-ე პოზიცია;
გორის "დილა" - 278;
საჩხერის "ჩიხურა" - 322;
ბათუმის "დინამო" - 396;
ქუთაისის "ტორპედო" - 397;
"ზესტაფონი" - 398;
"სამტრედია" - 421;
"ცხინვალი" - 422;
ბოლნისის "სიონი" - 424.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ რეიტინგში ცვლილება მხოლოდ "სამტრედიასა" და "ცხინვალს" არ შეეხო, დანარჩენი 7 კლუბი კი, წინა რეიტინგთან შედარებით, უკან დაიხია.

ცვლილებებია რეიტინგის ხუთეულში. მეორე ადგილზე მადრიდის "ატლეტიკოა", რომელმაც მიუნხენის "ბაიერნსა" და "ბარსელონას" გაუსწრო.