U19. დღეს გორში ევროპის ჩემპიონატის ფინალია!

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელებმა A ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. მათ ჯერ საქართველოს (1:0), შემდეგ ჩეხეთს (2:1) მოუგეს, შვედებთან კი ფრედ (2:2) ითამაშეს. ნახევარფინალში პორტუგალიელებმა ჰოლანდიის ნაკრებს მინიმალური ანგარიშით მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

ინგლისის ნაკრები კი ფინალამდე 4 გამარჯვებით მივიდა. ინგლისელებმა ჯგუფში ბულგარეთს (2:0), ჰოლანდიას (1:0), გერმანიას (4:1) მოუგეს, ნახევარფინალში კი ჩეხებთან იმარჯვეს (1:0).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული