მეოთხე თაობა - ბათუმის "დინამოს" ბაზაზე საფარს აგებენ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ქართულ ფეხბურთში სულ ცუდი და დამთრგუნველი ამბები გვესმის. ქართული გუნდები ევროთასებს გამოეთიშნენ და იქით გახედვაც კი გვზარავს. სამწუხარო რეალობაა - ბოლო წლების ევროგათამაშებები ხალხს ფეხბურთის წინააღმდეგ განაწყობს.

ამ ყველაფრის ფონზე ბოლო დღეებში ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგეთ: ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ხელოვნური საფარის დაგება დაიწყო.

კლუბის წარმომადგენლის ცნობით, ანგისაში მე-4 თაობის საფარს აგებენ. დაპირების მიხედვით, ბათუმის "დინამოს" ბაზის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"