[ექსკლუზივი] გუგა ფალავანდიშვილი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ქართველი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება დღეს შედგა. კონტრაქტი ამა წლის დეკემბრამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ ფალავანდიშვილი "ტორპედოს" ღირსებას 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის თებერვლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან "ტორპედოსთან" ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.

კარიერის განმავლობაში 23 წლის ნახევარმცველს "გაგრაში", თბილისის "დინამოში", გორის "დილასა" და კიშინიოვის "დაჩიაში" აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს კარგია კიდევ სამი-ოთხი კარგი ფეხბურთელია საჭირო წარმატებები ტორპედოს
gela
10:58 08-07-2017
0
მოაშორეთ სად ცავიდა ან რა ეგონა ბარსა აიკვანდა?
maxo
22:32 07-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული