"ზუგდიდი": პირველი ახალწვეული ბესიკ ჩიმაკაძეა, უკრაინელები დაიწუნეს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ეკვატორზე გავიდა და შესვენება გამოცხადდა. კლუბებმა მესამე წრისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

ერთ კვირაზე მეტია, ზუგდიდელი ფეხბურთელები "ბაიას" ბაზაზე ვარჯიშობენ. მათ პირველი ახალწვეული შეუერთდათ - გამოცდილი ფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე...

...28 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა წელს არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, ეროვნული ლიგა 2-ის პირველი და მეორე წრე კი გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, "რუსთავის" შემადგენლობაში ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და რამდენიმე პრინციპულ შეხვედრაში დიდი როლიც ითამაშა...

მაგრამ ბესიკ ჩიმაკაძემ "რუსთავთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და "ზუგდიდში" გადასვლა ამჯობინა, სადაც მალე კონტრაქტსაც
გააფორმებს.

ამ ერთკვირიან სავარჯიშო ინტერვალში ზუგდიდურ გუნდში უკრაინელი ლეგიონერებიც ისინჯებოდნენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მათ სამსახურზე უარი თქვა. ამ დღეებში კი გუნდი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული