ჯაბა დვალი: გადავწყვიტე, დავრჩე!..

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ "იაგელონიასთან" მატჩამდე ბოლნისის "სიონის" თავდამსხმელ ჯაბა დვალის დამატება სურდა, მაგრამ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირმა საბოლოოდ ტრანსფერზე უარი თქვა.

ეს ამბავი ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ გვამცნო - დვალის აყვანის იმედი კი გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში კარგი ვარიანტი გამოუჩნდა და, შესაძლოა, მოლდოვის "დაჩიაში" დაბრუნდესო...

თუმცა, თავად დვალმა "ლელოსთან" კომენტარში მოლდოვური პერსპექტივა უარყო:

"გადავწყვიტე, დავრჩე ბოლნისის "სიონში". ასე რომ, ბათუმში წასვლაზე იმიტომ არ მითქვამს უარი, თითქოს მოლდოვაში ვაპირებდი გადასვლას", - გვითხრა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"