თბილისის "ლოკომოტივი" "გაგრას" კაპიტანს იმატებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "გაგრას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან ქურდაძე კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს.

როგორც შევიტყვეთ, 26 წლის ფეხბურთელი თბილისელებთან 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ქურდაძე ამპლუით ცენტრალური მცველია. კარიერის განმავლობაში მას ლანჩხუთის "გურიაში", "ცხინვალში", "ზუგდიდში", "მერცხალში" აქვს ნათამაშები. 2016 წლის იანვარში ქურდაძე "გურიიდან" "გაგრაში" გადავიდა და გუნდის კაპიტანიც იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი ჭკვიანი ცენტრალური მცველი ძალიან ცოტა გვყავს ქართველებს..
რაც მე ამ ბიჭის თამაშს ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი რომელი გუნდი გაახელს თვალებს და როდის დაინახავენ-მეთქი..

გილოცავ ლოკომოტივო და წარმატებები ლევან ქურდაძეს
გვეტო
17:09 03-07-2017
0

სიახლეები პოპულარული