სერგეი ლიტოვჩენკო: ასეთ რამეს როგორ ვიტყოდი?!.

AutoSharing Option
უკრაინულმა "სპორტ არენამ" ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუ თბილისის "დინამოს" მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოსთან.

ამ ინტერვიუს თარგმანი ჩვენც შემოგთავაზეთ. იქ ლიტოვჩენკო, სხვა თემებთან ერთად, ამბობს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი არ არის "დინამოს" უკრაინელი ლეგიონერის, ბოგდან მიშჩენკოს თამაშით და მის გაშვებას აპირებს.

- სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველ თავდამსხმელებს ჩანაფიქრს რას გაუგებ...

აღმოჩნდა, რომ ლიტოვჩენკოს ასეთი რამ არ უთქვამს:

"ინტერვიუ რომ ვნახე, ძალიან გამიკვირდა. მიშჩენკოზე ასეთ რამეს როგორ ვიტყოდი?! ჩვენ მეგობრები ვართ, ერთად ვცხოვრობთ, ერთ გუნდში ვთამაშობთ... ეს ხომ ელემენტარულად თანაგუნდელის უპატივცემულობაა?!

იმ ჟურნალისტს,
ვინც დამირეკა, არ ვიცნობდი. იქ სხვა უზუსტობებიც აღმოვაჩინე... მოკლედ, დავუკავშირდი და მასალა საიტიდან მოვახსნევინე", - გვითხრა ლიტოვჩენკომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული