თბილისის "დინამო" შეკრებას სლოვენიის კურორტზე გაივლის

AutoSharing Option
თბილისის "დინამო", 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, შეკრებას სლოვენიაში გაივლის.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კახა კაჭარავას გუნდი კურორტ მორავსკე ტოპლიცეში დაბანაკდება, შეკრებაზე კი სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

4 ივლისს "დინამო" სერბულ "ჩუკარიჩკის" დაუპირისპირდება, 8 ივლისს - ხორვატიულ "რუდეშს", ხოლო 12-ში უკრაინულ "ზორიას" გაეჯიბრება.

თბილისის "დინამო" მიმდინარე ეროვნულ ლიგას ორი წრის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს. პაუზის შემდეგ კაჭარავას გუნდი ჩემპიონატს 21 ივლისს, ფოთის "კოლხეთთან" საშინაო მატჩით დაუბრუნდება.