ოთარ მარცვალაძე: ბათუმის "დინამოში" ევროპალიგის მერეც დავრჩები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალწვეული ოთარ მარცვალაძე, დიდი ალბათობით, დღეს, 29 ივნისს, "იაგელონიას" წინააღმდეგ ითამაშებს.

- ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს

32 წლის ფორვარდმა თავისი ტრანსფერის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ორდაბასიდან" წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი მივიღე და მქონდა უცხოური შემოთავაზებები, თუმცა ბათუმის "დინამოში" თამაში ვარჩიე. ეს კლუბი ჩემით დიდი ხანია ინტერესდებოდა და თანაც, აქ თამაშის სურვილი მეც მქონდა.

დღეს სასურველ კონდიციებში არ ვიმყოფები, თუმცა ვეცდები, ფორმა მალე დავიბრუნო. "დინამოში" მხოლოდ ევროპალიგის მატჩებისთვის არ გადავსულვარ, აქ მერეც დავრჩები", - თქვა
მარცვალაძემ.