20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა Sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი 20-ათასიანი სტადიონის აშენებას აპირებს და პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი.

- სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და "დინამო" ისეთი კარგი ვერ იყო, როგორც წინა სეზონის ბოლოს. ეს რით აიხსნება?
- კი, შედეგი მთლად სახარბიელო ვერ არის და სეზონის პირველი ნახევრის ჩატარება გაცილებით უკეთაც შეიძლებოდა. შინ ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ, რაც ალბათ, ფსიქოლოგიას შეიძლება დაბრალდეს. 10 წელია, მშობლიურ ქალაქში არ გვითამაშია. ამ ხნის განმავლობაში ბათუმელი გულშემატკივარი უფრო ამბიციური გახდა და
ეს კარგიცაა, თუმცა პირველ მატჩებში მოგება გაგვიჭირდა.

ბოლოს მწვრთნელი შევიცვალეთ, იყო კიდევ ცვლილებები და ვიმედოვნებ, რომ ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდება.

- საშინაო მატჩებზე დასწრების მხრივ, ყველამ ვნახეთ, როგორ უყვართ და როგორ არიან მონატრებულნი ბათუმელები ფეხბურთს. არის თუ არა რაიმე სიახლე ქალაქში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით?
- ყველა კლუბი, რომელიც ბათუმში ჩამოდის, იმაზე გაცილებით დიდი მოტივაციითაა, ვიდრე სხვაგან. ბათუმელები ისეთ ატმოსფეროს ქმნიან, ფეხბურთელები იქ თამაშით სიამოვნებას იღებენ.

წლის ბოლოს ბაზის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება. რაც შეეხება სტადიონს, პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი. ველოდებით პასუხს, რის შემდეგაც უკვე მშენებლობაც დაიწყება.

- რა ტევადობის იქნება ახალი სტადიონი?
- საუბარი 20 000-იან სტადიონზეა, რომელიც იქნება გადახურული და უეფას ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

- ბათუმის "დინამოში" ტრანსფერებს კიდევ უნდა ველოდეთ?
- კი, რა თქმა უნდა. გუნდი გასაძლიერებელია და ტრანსფერები კიდევ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთი ამბავი იყო აქ თავის დროზე რაგბის აკადემიები და სტადიონები არაშენდებაო მარა რო აშენდა მერე ის კრიტიკოსებიც სადღაც გადაიკარგენ ან ნიკი შეიცვალენ ხოდა თუ აკრიტიკებ და მერე გამოგდის ტყუილი თანმიმდევრული მაინც იყავი შე დალოცვილო გამოდიდა ეგეც აღიარე რო იაღლიში მოგივიდა.მერო ვიყო ხელისუფლება ამ სტადიონს იმ მთავრობის წევრებს ავაშენებიებდი თავისდროზე ვინც ზარზეიმით დაანგრია. და ეს იქნებოდა ჭკუის სასწავლებელი ყველასთვის.მარა ეტყობა ზოგიერთი ისეა შეხმატკბილებული ყოფილ ხელისუფლებასთან ამის გაგონებაც არუნდა.
quTaiseli
09:31 01-07-2017
0
ჯერ ანგისას ბაზის მშენებლობა დაასრულოს ბათუმის მერიამ, მექსიკური ტელესერიალივით რომ არა და არ სრულდება. სტადიონის შენებლობაზე საერთოდ ჩუმათ გირჩევნიათ იყოთ. უკვე აღარ არის სასაცილო ეს თემა.
ლუკა
04:40 01-07-2017
0

სიახლეები პოპულარული