ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალწვეული ოთარ მარცვალაძე ხვალ, 29 ივნისს, პოლონური "იაგელონიის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა განუცხადა.

"მარცვალაძე უკვე ოფიციალურად დავიმატეთ და შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ ის ჩვეულებრივ ითამაშებს", - გვითხრა ფედიჩკინმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამო" ხვალ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას "იაგელონიის" წინაარმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ოთარ ფედიჩკინის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.