გიორგი ბეგაშვილი თბილისის "დინამოდან" გორის "დილაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
26 წლის მეკარე გიორგი ბეგაშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა. ის ბოლოს თბილისის "დინამოში" იყო, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.

ბეგაშვილს "დილაში" თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ის ამ გუნდის ღირსებას 2016 წელს იცავდა და ერთი ხანობა, გორული კლუბის ძირითადი მეკარეც გახლდათ. სხვადასხვა დროს მას არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია - "ჩიხურაში", "გაგრაში", "მერანში", "სამტრედიაში"...

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "დილას" ორი მეკარე ჰყავს - მიხეილ მუჯრიშვილი და ტატო ხაინდრავა.

ახლახან "დილა" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ჩაიბარა. ვნახოთ, იქნება თუ არა სხვა ცვლილებები გორული
კლუბის შემადგენლობაში. ფაქტია, ამ დროისთვის გორელებს ლეგიონერების კვოტა შევსებული აქვთ და ამ მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული