ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მეორეც მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 21 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე", ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე თბილისელთა მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს შეცდომის შეცდომის შემდეგ ქუთაისელებმა გახსნეს - უძლიერესი დარტყმით თავი გრიგოლ დოლიძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი დინამოელთა შეტევებით დაიწყო და ამან შედეგი მალევე გამოიღო - უკვე 51-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გაათანაბრა, რომლისთვისაც ეს "დინამოში" ბოლო შეხვედრა იყო. შეგახსენებთ, რომ ამიერიდან, პაპუნაშვილი ესპანური "სარაგოსასთვის" შეუტევს.

"დინამომ" შეტევა
განაგრძო და 65-ე წუთზე კუთხურიც მოიპოვა, რომელიც საბა ლობჟანიძემ ჩამოაწოდა, "ტორპედოს" ახალწვეულმა დავით ხურციძემ კი ბურთი თავის კარში ჩაჭრა - საბოლოოდ, 2:1.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" ამ მოგებით "ტორპედოს" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ამრიგად, "დინამოს" 43 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით გადაუსწრო.
ასევე დაგაინტერესებთ