თბილისის "დინამოში" ნიგერიელი ფეხბურთელი ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" მეორე დღეა სინჯებს გადის და ვარჯიშობს 24 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი მოჰამედ ალიუ. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს.

ალიუ ბოლოს მოლდოვურ "საქსანში" ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო. მანამდე ხორვატიული "პომორაჩსა" და უკრაინულ "ტავრიაში" გამოდიოდა.

მოჰამედს 2009 წელს მსოფლიო თასზე 17-წლამდე ნიგერიასთან ერთად ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.

წყაროს ცნობით, ალიუ განაგრძობს ვარჯიშს "დინამოში", მას მწვრთნელები დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ფიფიამ ამას წინათ თქვა რომ ლეგიონერებს ისეთებს ჩამოვიყვან ყველას რომ გაგეხარდებათო....
ზურა
15:22 27-05-2017
0
შეიძლება გვითხრათ ვინ განაგებს ტრანსფერების საკითხს დინამოში,კერძოდ ვის ჩამოჰყავს და ვინ სთავაზობს გუნდს ამა თუ იმ ფეხბურთელს.ფიფია ან თავს იშტერებს ან კიდევ....რაც არ მინდა რომ ვიფიქრო.ამათ ხალხი სულელი გონიათ.ეს ხალხი იქნება ბოლოს რომ ამოუვა ყელში სერიოზულ პრობლემას რომ შეგიქმნით.აგერ ნახავთ თუ არა.
კახა ქირია
14:55 27-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული