ეროვნული ლიგა. XIV ტური: "სამტრედიამ" და ბათუმის "დინამომ" მოიგეს

AutoSharing Option
24 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XIV ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა.

მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და მეტოქე უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-9 წუთზე მასპინძლებმა გიული მაჯგალაძის გოლით გახსნეს, შესვენებამდე კი უპირატესობა ორბურთიანი გახადეს - მე-19 წუთზე ნიკა სანდოხაძემ გაიტანა. სხვაობის შემცირება 52-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ მოახერხა, თუმცა დროებით - ხუთ წუთში სამტრედიელთაგან უკვე გიორგი ბერიაშვილი გამოირჩა. საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე იმავე ბერიაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა.

ქობულეთში, ადგილობრივმა "შუქურამ" "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამო" მიიღო და ანგარიშით
2:4 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოლებით ლევან კუტალია (7) და გიორგი არქანია (68) გამოირჩნენ. გამარჯვებულთა რიგებში კი დუბლი იაროსლავ კვასოვმა (მე-10 და 53-ე წუთები) მიითვალა, ხოლო თითოჯერ არჩილ ტვილდიანმა (64) და მიხაილ გორელიშვილმა (81) გაიტანეს.

- ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "დინამო" დაამარცხა