გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
არ კადრულობენ ზოგზოგიერტები საქარტველოს ცჰემპიონატს.. აბა იჯექით და უყურეთ ლარიან ბილეტებს.
samtr
16:29 23-05-2017
0
amat ra unda auxsna gia marto reali da barsa elandebat da meti kutxuri da meti yviteli.. sakutari qalaqis gundi roar geyvareba.. rac arunda cudi iyos sheni qalaqis gunds unda sce pativi da mere unda ubaleshiko reals...
gia jigarixar
16:27 23-05-2017
0

სიახლეები პოპულარული