სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
"სამტრედიის" დირექტორი: ჩემპიონთა ლიგამდე კიდევ 5 ლეგიონერი გვეყოლება!
AutoSharing Option
15:01 19-05-2017
"სამტრედიას" რამდენიმე ლეგიონერის დამატებას რომ სურს, ეს ცოტა ხნის წინ კლუბის მმართველმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ "ლელოსთან" კომენტარში დაადასტურა. მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილის, პერმის "ამკარის" დუბლშემადგენლობის ყოფილი კაპიტნის, 27 წლის მარჯვენა ნახევარმცველ კონსტანტინ ბელოვის გარდა, გუნდში კიდევ რამდენიმე უცხოელს აიყვანენ.

"ლელოს" ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 28 წლის თავდამსხმელ სადათ ბუკარისთან, რომელიც განის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, ლონდონის "ვესტ ჰემის" აკადემიის აღსაზრდელი იყო და ბოლოს ლიმასოლის (კვიპროსი) "არისში" თამაშობდა.

უფრო რეალური ჩანდა სენეგალის ნაკრებში ნათამაშები ცენტრალური მცველის, მასამბა ლო სამბუს ტრანსფერი, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო "მონაკოს" ფეხბურთელი და მოლაპარაკებებზე სამტრედიაშიც ჩავიდა...

კიდევ ერთი შესაძლო ახალწვეულის გვარიც გაჟღერდა - იბრაჰიმ ტეტეჰ ბანგურა, რომელსაც ამერიკულ ("კლივლენდი", "კასკად სარჯი"), შვედურ ("კოპინგი", აიკ, "მიალბიუ", გაისი), თურქულ ("ბურსასფორი", "შანლიურფა") და ებრაულ ("ბეითარი") კლუბებში უთამაშია, ხოლო შარშანდელი ივნისიდან უგუნდოდაა. 27 წლის თავდამსხმელი სიერა ლეონედანაა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 11 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარისთვის კვლავ შალამბერიძეს დავუკავშირდით:

"ჯერ მხოლოდ ბელოვი დავიმატეთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ და კიდევ 5 ლეგიონერის აყვანა გვსურს.

მასამბა სამტრედიაში იყო და ოჯახური პირობების გამო უკან გაემგზავრა, მაგრამ უნდა დაბრუნდეს, მასთან მოლაპარაკება უნდა დასრულდეს და საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს.

საერთოდ, ტრანსფერებში ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერი იქმნება ხოლმე. მაგალითად, ბელოვი უგუნდოდ იყო და თითქოს, მის დამატებას წინ არაფერი დაუდგებოდა, მაგრამ სატრანსფერო ფურცელს 2 კვირა ველოდით. რა და როგორ გადაწყდება სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებით, ეს უახლოეს პერიოდში გეცოდინებათ", - ამბობს შალამბერიძე.

ლეგიონერების გარდა, დავინტერესდით, რამდენად რეალურია,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ მოქმედი ჩემპიონის რიგებში ეროვნული ნაკრების (20 მატჩი, 2 გოლი) ყოფილი თავდამსხმელი დავით თარგამაძეც ვიხილოთ. დონეცკის "შახტარის" ქართველი შემტევი ბოლოს იჯარით "ოლექსანდრიაში" თამაშობდა, სადაც ფეხი მოიტეხა და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. ახლახან მან თქვა, რომ საქართველოში სიამოვნებით ითამაშებდა, მაგრამ რეაბილიტაციის კურსს გადის და მაისის ბოლოს კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

ამის მიუხედავად, ხმა დაირხა - შესაძლოა, თარგამაძე "სამტრედიაში" ვიხილოთო. ეს ხმები თავად ფეხბურთელმა უარყო: გუნდის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს კი ველაპარაკე, მაგრამ ერთ კვირაში ოპერაციას ვიკეთებ, მან მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის ამბავი იკითხაო.

- დავით თარგამაძე: "სამტრედია"? ცეცაძემ მხოლოდ ჯანმრთელობის ამბავი იკითხა

ამაზე სამტრედიელთა მმართველმა დირექტორმაც გვითხრა:

"თარგამაძისნაირი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვაწყენდა, მაგრამ ჩვენც პრესიდან ვიცით, რომ დათო ჯერ კიდევ მკურნალობს. გია ცეცაძეც სუფთა ადამიანური მომენტებიდან და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე დაუკავშირდა. თავადაც ხვდებით, ასეთ დროს მოთამაშესთან დალაპარაკება ტრანსფერსა და კონტრაქტის გაფორმებაზე გამორიცხულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
tarzana
01:04 20-05-2017
ამ დროს რო ფეხბურთელს დაიმატებ ის ან ტრამვიანია და ან უვარგისი რას კამათობთ.?სამტრედიის უპროსობას უნდა გამოასცოროს სიტუაცია მაგრამ ახლა ამის დრო არარის ვერ ხვდებიან მოიცადონ ერტი 20 დგე.გამოჩდება იგროკები.კარგ Fეხბურთელს კარგი პირობა უნდა .ვაიფაი რო არააკ ფეხბურტელს და ტელევიზორი ის გაიკცევა სახში აბა რასიზავს?ჯერ ამაზე იფიქრეთ ვითომ უფროსებო.მერაბ შენ კიდე გადაამოცმე იმფორმაცია და ისე დაცერე .აქ ერთ დგეში ოცი იმფორმაცია იდება ხანდახან ყველა ტყუილი
:)
00:47 20-05-2017
ოჰ,აბა მომდევნო ლიგა ჩვენია))