სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ბაჩანა ცხადაძე: "ჩელე არენაზე", სადაც ეს მძიმე ტრავმა მივიღე, არასოდეს ვითამაშებ!
AutoSharing Option
14:34 19-05-2017
მძიმე ტრავმის შემდეგ ბაჩანა ცხადაძე მოედანს უბრუნდება. თავდამსხმელს, რომელმაც "სამტრედიაში" ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში ქობულეთის "ჩელე არენაზე" აქილევსის მყესი გაიწყვიტა, ტრავმის გამო 7 თვე გაუცდა.

ბაჩანა უცხოეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ამჟამად უგუნდოდაა. Sportall.ge-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გვითხარი, მძიმე ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობ?
- კარგად, გმადლობთ. საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, სარეაბილიტაციო კურსს მოვრჩი და უკვე შემიძლია თამაში. ახლა უგუნდოდ ვარ და არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარ, სხვა დანარჩენიც დალაგდება.

- სარეაბილიტაციო კურსი სად გაიარე?
- ტრავმა იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან მეგონა და ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. ოქტომბრის ბოლოს დავშავდი და მალევე სტამბულში ოპერაცია ჩამიტარდა, რომლის შემდეგ დაახლოებით ორი თვე შინ ვიწექი.

შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმ მერაბ ვარძუკაშვილის რეკომენდაციით, ლატვიურ კლინიკაში გავემგზავრე. იქ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გავიარე და სიარული ხელახლა ვისწავლე. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ხარჯი მე დავფარე.

ამის მერე სარეაბილიტაციო კურსი ინდივიდუალურად უნდა გამეგრძელებინა თბილისში. დარბაზში სპეციალური ვარჯიშები დავიწყე. ამ პერიოდში ძალიან დამეხმარნენ თბილისის "დინამოს" ექიმები, დავით ხარაბაძე და ვალერი ჯალაღონია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.

ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, არნემის "ვიტესის" ფიზიოთერაპევტთან მირჩია რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება და, ცხადია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. არნემში თითქმის ორი თვე გავატარე. ასეთ მძიმე დროს ახლობელი ადამიანების გვერდში დგომა ბევრს ნიშნავს და მე ეს არასდროს დამავიწყდება.

მადლობა ასევე ჩემთვის იმ უცხო ადამიანებს, რომლებიც ოპერაციის შემდეგ ძალიან თბილად მკითხულობდნენ, მათ შორის "სამტრედიას" გულშემატკივარიც.

- "დინამოს" ექიმებს იცნობ და მეგობრულად დაგეხმარნენ თუ ეს კლუბის ხელმძღვანელის სურვილი იყო?
- ვიცნობ, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და რომან ფიფიას თხოვნით მივმართე. მანაც არ მითხრა უარი და მისი მადლიერი ვარ.

- ამბობ, ხარჯები ჩემით დავფარეო, თუმცა კონტრაქტით
You must have Flash Player installed in order to see this player.
"სამტრედიას" ეკუთვნოდი და ტრავმაც მატჩის დროს მიიღე. კლუბი არ დაგეხმარა?
- კი, ტრავმა "სამტრედიაში" მივიღე, მაგრამ ხარჯებთან დაკავშირებით დახმარების სურვილი არავის გამოუთქვამს და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რატომ.

უბრალოდ, მე გამიმართლა და მამა მყავს, რომელიც ასეთ დროს გვერდში დამიდგა, ყველანაირად დამეხმარა, მაგრამ, ვთქვათ, ჩემ ნაცვლად სხვა ფეხბურთელი ყოფილიყო, რომელსაც დამოუკიდებლად მკურნალობის საშუალება არ ექნებოდა, რა უნდა ექნა? კლუბს ასე უყურადღებოდ უნდა დაეტოვებინა? სამწუხაროა ასეთი რეალობა.

- კარიერის გაგრძელების რა ვარიანტები გაქვს?
- არის რამდენიმე ვარიანტი, მეტწილად უცხოეთიდან. ვნახოთ, რა იქნება. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო პრაქტიკაა.

- რამდენად შესაძლებელია კვლავ საქართველოს ჩემპიონატში შენი ხილვა?
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, მე "ჩელე არენაზე", იმ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, სადაც ეს ტრავმა მივიღე, არასოდეს ვითამაშებ!

ისე კი, წელს ეროვნულ ლიგაში არ მითამაშია, მაგრამ ეტყობა დაძაბულობა. რაც ყველაზე მთავარია, გაშუქების მხრივაა პროგრესი და ეს სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის.

ასევე  ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზია ლევან ყენიას საქართველოში დაბრუნება. მისი ოსტატობა ჩემპიონატის დონეს მხოლოდ აამაღლებს.
სოსო
07:29 20-05-2017
555-ს.19 წლის ბიჭი,რომ შალკეს ძირითადში ითამაშებს,მაგისთანები ჰყრია კონა აბაზად?ყენიას და ივან რაკიტიჩს დაახლოებით ტოლი სათამაშო დრო ეძლეოდათ შალკეში და ერთმანეთს ცვლიდნენ.ახლა რაკიტიჩი ბარსელონას ვარსკვლავია,ლევანმა კი მძიმე ტრავმა მიიღო,შემდეგ იმკურნალა და ვარჯიშიც დაიწყო,მაგრამ შალკეს მაშინდელმა მწვრთნელმა,ფელიქს მაგათმა,სრული განკურნება არ დააცადა,დიდი დატვირთვები მისცა და ტრავმაც გამეორდა,ახლა უკვე უფრო მძიმე ფორმით.შენ ეტყობა ასაკით საკმაოდ პატარა ხარ,თორემ ეს ყველაფერი უნდა იცოდე.არადა ლევანი მაშინ საქართველოს ნაკრების მომავლის მთავარ იმედად და საყრდენად მიიჩნეოდა,იგი საკმაოდ ხშირად მარტო,ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აკეთებდა ხოლმე შედეგს.მას შემდეგ ლევან ყენია სულ ებრძვის ამ ტრავმას და ჩვენ ვალდებულები ვართ, მას გვერდში დავუდგეთ.თუ ლევანმა შესძლო და თუნდაც ერთი წელი უტრავმოდ ითამაშა,დამიჯერე,ჩვენი ნაკრების თამაში სულ სხვა იქნება.
tarzana
01:19 20-05-2017
კონტრაქტში არ გეწერა შე დალოცვილო?აქ რას წუწუნებ მოუთხოვე სადაცაა მოსათხოვი
Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_width in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1031 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_height in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1032 Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1035 Warning: imagealphablending() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1047 Warning: imagesavealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1048 Warning: imagesx() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1051 Warning: imagesy() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1052 Warning: imagecopymerge() expects parameter 1 to be resource, null given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 1107