რამდენი ადამიანი უყურებს "იუთუბიზე" საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს?

AutoSharing Option
საქართველოში ცნობილი გერმანული ბრენდის, "ადიდასის" ოფიციალური პარტნიორი "ჯეო-ოფისი" გახლავთ, რომელსაც გიორგი გოგოლაძე ხელმძღვანელობს.

შარშან, სეზონის დასრულების შემდეგ, ქობულეთში, კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მთავარი და პირველი ლიგების გუნდები "ადიდასის" ბურთებით ითამაშებდნენ.

მუნიციპალური კლუბებისთვის ბურთების შეძენა არაერთ სირთულესთან იყო დაკავშირებული - ცხადდებოდა ტენდერები, სადაც ხშირად მოგებული არა ხარისხიანი, არამედ, იაფიანი ბურთების წარმდგენი ხდებოდა. "ადიდასის" ვარიანტს კი ქობულეთურ შეხვედრაზე ყველა კლუბმა ერთხმად დაუჭირა მხარი, მათ ფეხბურთის ფედერაციაც დათანხმდა და წლეულს ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის თამაშები სწორედ ამ
გერმანული კომპანიის ბურთით ტარდება.

გოგოლაძის თქმით, თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა და მისი კომპანია მომავალი სეზონისთვის ფეხბურთის ფედერაციაში ახალი წინადადების წარდგენას აპირებს.

"მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ორი მთავარი რამ გააკეთა - გუნდებს მისცა საშუალება, რომ "ინ-სტატ" პროგრამითა და "ადიდასის" ბურთებით ესარგებლა. პირველი ხელს უწყობს მწვრთნელების უკეთეს მუშაობას, ხოლო მეორე - თამაშის ხარისხის გაზრდას.

10-15 წლის წინათაც იყო მცდელობა, რომ ეროვნული ლიგის შეფუთვა დაწყებულიყო, მაგრამ შეაჩერეს. არადა, ეს პროცესი რომ არ შეჩერებულიყო, დღეს საქმის ნულიდან დაწყება არ მოგვიწევდა.

სატელევიზიო რეპორტაჟები ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ორივე ეროვნული ლიგის თამაშები ისე შეიფუთა, რომ დასაწყისმა ძალიან დაგვაიმედა", - ამბობს გოგოლაძე.

"ადიდასის" ქართველმა პარტნიორმა საინტერესო სტატისტიკა გაგვაცნო:

"ყველას ეგონა, რომ ქართული ლიგა აბსოლუტურად უინტერესო იყო. ეს ელემენტარულმა ნაბიჯებმა განაპირობა: სწორი კუთხით გაშუქებამ, სამკამერიანმა გადაღებებმა, სავსე ტრიბუნების გამოჩენამ, მაშინ, როცა ადრე უტრიბუნო მხარე და უფერული ხედები ჩანდა.

უმნიშვნელო დეტალი არც ესაა, მაგრამ ბევრი ყურადღებას არ აქცევს, რომ მოედნის გარშემო შიშველი პერიმეტრი ბანერებით შეიფუთა, რამაც გარემო გაალამაზა. გარეგნული მხარე ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტია, რომ ამ ნაბიჯებმა ლიგისადმი ინტერესი გაზარდა.

"იუთუბზე" ნახვის სტატისტიკა ვნახე და გაოცებული ვიყავი - ბათუმის "დინამოს" თამაშები "ლოკომოტივთან" და გორის "დილასთან", ასევე თბილისის "დინამო"-"ლოკომოტივი" 8-8 ათასმა ადამიანმა ნახა, "ლოკომოტივი"-"დილა" კი - 7 ათასმა. ამას სტადიონზე მისული ხალხის რაოდენობა დაამატეთ. ანუ რეალურად, თურმე, ჩვენი ჩემპიონატის თამაშები ხალხს აინტერესებს. ბიზნესისთვის კი ეს სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი გვაქვს, 2018 წლიდან ფედერაციის პროექტებში მონაწილეობა ისევ მივიღოთ და ბევრად უკეთესი პირობები შევთავაზოთ, რაც ქართულ ფეხბურთს სარგებელს მოუტანს".

"ჯეო-ოფისის" წარმომადგენლის თქმით, ფეხბურთის განვითარების პროგრამის ეფექტური განხორციელებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი:

"ჩემპიონატისადმი ინტერესის გაზრდა იმის შედეგია, ფედერაცია გუნდებს რომ არ ახარისხებს და სამართლიანად მუშაობს. ამის მაგალითია, აღმასკომში შემავალი სამი პირის გუნდი საკმაოდ მკაცრად რომ დასაჯეს. ბათუმის "დინამოს" მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამ კი გვაჩვენა, რომ ჩვენი ჩემპიონატი, შესაძლოა, ხალხისთვის საინტერესო გახდეს.

ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. პირველი - კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებია, რაც ბიზნესს ფეხბურთში ინვესტირების შანსს და სურვილს გაუჩენს. მეორეა ინფრასტრუქტურა - მინიმუმ 10 ქალაქში შესაძლებელია 3-4-ათასიანი გადახურული სტადიონის აშენება, სადაც თამაშები განათებაზე ჩატარდება. ეს სულ სხვა გარემოს შექმნის".

"ადიდასი" ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბის პარტნიორია:

"ჯერ თბილისის "დინამოსთან" ვთანამშრომლობდით, მერე კი ბათუმის "დინამოს", "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ტექნიკური პარტნიორები გავხდით.

ამ კუთხით, "ადიდასი" მსოფლიო მასშტაბის ლიდერია. მარტო 2017 წელს, 10 ტოპ-კლუბის 17 მილიონი მაისურა გაიყიდა. მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ სხვა კომპანიას არ აქვს. თანამშრომლობას სხვა გუნდებთანაც ვაპირებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით ფედრაცია მუშაობს ისე როგორც შესაძლებელია და უვიცობა კიდე ის იყო ოცი წელი რო ანგრევ რაღაცას და რო გიხარია ეგ კიარა ტაშის გრიალში ხარ ხოდა უცებ როცა მოიხედავ მიხვდები რო დიდი შეცდომა დაუშვი თან გამოუსწორებელი ამიტომ ცდილობ სხვას შეაწმინდო ხელი აქაოდა მეარაფელ შუაშივარო სამწუხაროდ ეს თვისება ძალიან გამჯდარი აქვთ დღევანდელ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილსაც სისხლში სულ ვიღაცა და რაღაცა არის დამნაშავე წარუმატებლობაში და არა თვითონ.ესარის ძალიან ცუდი სენი რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ.და კიდე მთელი დღეეები ინტერნტთან ჯდომა და სხვისი კრიტიკა ხშირად უადგილო და უხამსიც კი სიკეთეს არავის მოუტანს.
quTaiseli
09:59 22-05-2017
0
ფედერაცია კი არ მუშაობს IT ტექნოლოგიებმა მოგვიკაკუნა კარებზე, HD ხარისხის ვიდეო რეპორტაჟი მეც შემიძლია ჩემი ჰუავეით დაგიგდო იუტუბზე, გინდა ჩანაწერით გინდა ლაივსტრიმით, მაგადია ჩვენი უვიცობა და უბედურება 《არაფერზე》 რომ ვკმაყოფილდებით! და მერე ვხვდებით რომ არაფტის მაქნისების ხელშია ფეხბურთი! ((
Gori 2 -ს
23:39 21-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული