შუქურა-ჩიხურა 1:4 - როცა მონდომება ორ ტაიმს არ ჰყოფნის

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" მოგება ჰაერივით სჭირდებოდა და თამაში მონდომებით დაიწყო, მაგრამ წლეულს ქობილეთელთა მონდომება ორივე ტაიმს არ ჰყოფნის, გუნდი ფიზიკურად მოუმზადებელია და ტაიმის ბოლოს ბრძოლა უჭირთ.

ამ დროს კი საჩხერელებმა სისწრაფე ჩართეს, უპირატესობა მოიპოვეს, მცველთა უხეში შეცდომებით ისარგებლეს და სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. გაილაღა დიმიტრი ტატანაშვილმა, ვინც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ჩაება...

პირველ ტაიმში თამაში 5 წუთით შეწყდა. ირაკლი კლიმიაშვილისა და დინო ჰამზიჩის შეტაკების შემდეგ ორივე გვარიანად დაზარალდა, განსაკუთრებით - საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე და სანამ ის სათამაშოდ გაამზადეს, დროც გავიდა და
ამის შემდეგ თავშეხვეული თამაშობდა.

ქობულეთელთა რიგებში პირველად გამოჩნდა ივან რუდნიცკი, მაგრამ უკრაინელმა ნახევარმცველმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და შესვენებისას შეცვალეს. მოედნის ცენტრში კი ცენტრალურმა მცველმა ბექა მახარაძემ აიწია, ვინც ამ პოზიციაზე წლების წინათ თამაშობდა.

მაგრამ ქობულეთურ გუნდს ვერც გადაადგილებებმა უშველა და ვერც - ახალწვეულებმა. შესაბამისად, "შუქურა" გავარდნის რეალურ კანდიდატად რჩება. ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორება. მათი ერთი პლუსი ისაა, რომ გოლის გატანა მერვე მატჩში მაინც მოახერხეს.

ბოლო ტურებში "შუქურას" მოთამაშეებში ის მუხტი და იმედი გაქრა, რომლის გარეშეც თამაშს აზრი არ აქვს. ამის ფონზე კობა შალამბერიძე გამოირჩეოდა - წაგებულთა სიმბოლურ ნაკრებს რომ ვადგენდეთ, ის მასში აუცილებლად მოხვდებოდა. მიუხედავად დიდი ანგარიშისა, ის არ ჩერდებოდა, მომენტის შექმნას და გატანას ცდილობდა, მაგრამ... მარტოკაცის ამბავი ხომ იცით?

მატჩის სტენოგრამა
8' - ქობულეთელთა რეალური საგოლე მომენტი. ლევან კუტალიამ საჯარიმოში თავისუფალი კობა შალამბერიძე მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
30' - გოლი! ზაზა ჭელიძემ საჯარიმოში ბურთი ჩაჰკიდა - დიმიტრი ტატანაშვილმა დასწრებაზე მცველს აჯობა და შორეულ კუთხეში ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა - 0:1.
35' - გოლი! ტატანაშვილმა საჯარიმოში ორი მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა 0:2.
37' - დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა გიორგი კორიფაძე, რომელმაც მეკარე მოატყუა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.
45+4' - გოლი! დეკანოიძემ ფლანგზე კარგად ითამაშა, მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და საჯარიმოში ტატანაშვილი მოძებნა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა - 0:3.
45+5' - დეკანოიძემ საჯარიმოში ისევ ტატანაშვილი მოძებნა, რომლის სახიფათო "გასროლას" მეკარე სტურუა გადაეღობა და "შუქურა" მეოთხე გოლს გადაურჩა.
58' - გოლი! საჩხერელთა სწრაფი და ლამაზი კომბინაცია: ტატანაშვილმა ბურთი კორიფაძეს დაუბრუნა, რომელიც მთელი სისწრაფით დაიძრა, მცველი ჩამოიტოვა და კარის წინ სარდალიშვილს უპასა, ამან კი ახლო მანძილიდან მეოთხედ აიღო მასპინძელთა კარი - 0:4.
67' - გოლი! მახარაძის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა კუტალია, რომელმაც მეკარე ჩამოიტოვა და კარში დაარტყა - ბურთს ლევან კაკუბავა გადაეფარა, მაგრამ წაიქცა და დამატებაზე შალამბერიძემ ბადე მაინც შეარხია - 1:4.
70' - ჯარიმა კუტალიამ შეასრულა და მიზანს დიდი მანძილით ააცილა.
71' - დეკანოიძე საჯარიმოში შეიჭრა და ტატანაშვილი მოძებნა, რომლის ძლიერი დარტყმაც სტურუამ მოიგერია.
75' - ტატანაშვილის მორიგი შანსი! მეკარე სტურუა გამოსვლისას შეცდა, მაგრამ საჩხერელთა თავდამსხმელმა დაუცველ კარს ააცილა.
80' - ჟეფინიომ მეკარესთან პირისპირ დატოვა შალამბერიძე, რომელსაც კარიდან დროულად გამოსულმა ჰამზიჩმა აჯობა და თავისიანები გადაარჩინა.
83' - დავით ცეცხლაძის ჩაწოდების შემდეგ ლევან საბაძემ კარში ეფექტურად დაარტყა, მაგრამ ააცილა.
87' - სანდრო გურულის გადაცემის შემდეგ კარის წინ გახსნილმა შალამბერიძემ გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. არადა, პირობითი ხაზის უკან შოთა კაშია იდგა.
88' - შალამბერიძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კაშიას მოხვდა. ქობულეთელები ხელით თამაშზე აპელირებდნენ და პენალტს ითხოვდნენ...
88' - სანდრო გურულმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
90+1' - შალამბერიძის ჩაწოდებული ბურთი კარში კუტალიამ დაარტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ეროვნული ლიგა. XII ტური
14.05. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-ჩიხურა 1:4
0:1 ტატანაშვილი (30. ჭელიძის პასით), 0:2 ტატანაშვილი (35), 0:3 ტატანაშვილი (45+4. დეკანოიძის პასით), 0:4 სარდალიშვილი (58. კორიფაძის პასით), 1:4 შალამბერიძე (67)
შუქურა (4-2-3-1): ი. სტურუა - ცეცხლაძე, ბ. მახარაძე (83. მალაზონია), კლეცკოვი, საბაძე - ჭეჭელაშვილი (46. ჟეფინიო), კლიმიაშვილი - ს. გურული, რუდნიცკი (46. კალანდაძე), კუტალია - შალამბერიძე.
სათადარიგოები: კამინსკი, არქანია, ჭანუყვაძე, დაგარგულია
მწვრთნელი: ირაკლი ბალაძე
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე (62. თორ. გრიგალაშვილი), შ. კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი (83. მირცხულავა), ჭელიძე (46. განუგრავა) - სარდალიშვილი, ივანიშვილი, დეკანოიძე - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ს. გურული (32), კაკუბავა (38), ცეცხლაძე (63), შ. კაშია (69)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
aset zud msajobas versad ver naxavt, federaziis gamkvirvebia, rogor azleven aset xalxs lizenzias, rom imsajon, an ratom ar sjian aset shezdomebs, rom ushveben? xan gols ar tvlian, xan tkuilubralod agdeben fexburtelebs, koveli turi savsea shezdomebit, moamzadon an gadaamzadon es msajebi, sirzxvilia ukve.
data
17:20 15-05-2017
0

სიახლეები პოპულარული