ეროვნული ლიგა. XI ტური: "კოლხეთმა" თბილისში "საბურთალოს" მოუგო

AutoSharing Option
9 მაისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XI ტურის სასტარტო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "საბურთალომ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში დედაქალაქელებმა 35-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას გოლით გახსნეს და ტაიმიც მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ფოთელთა ბომბარდირმა მიკოლა კოვტალიუკმა დუბლი ( 54-ე და 64-ე წუთებზე) გაიფორმა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ახლა უკვე "კოლხეთის" უკრაინელი ლეგიონერის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი 7 გოლია.

მატჩის მიწურულს სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა 90-ე წუთზე მოედნიდან ავთო ენდელაძე გააძევა.

ამ მოგებით "კოლხეთმა" 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში
მე-9 ადგილზეა. 16 ქულით მეოთხეა "საბურთალო".

ტურის კიდევ ერთი მატჩი დღეს მოგვიანებით ქუთაისში ჩატარდება, სადაც "ტორპედო" ქობულეთის "შუქურას" მიიღებს. დანარჩენი შეხვედრები კი 10 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული