ეროვნული ლიგა. X ტური: სრული ანშლაგი ბათუმში და "ლოკომოტივის" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
5 მაისს ეროვნული ლიგის X ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმში გაიმართა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის მატჩი შინ თბილისის "ლოკომოტივთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - პენალტი ზუსტად ვალერიან თევდორაძემ დაარტყა. "ლოკომოტივმა" ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო. 56-ე წუთზე გუნდის ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ თავისი მორიგი გოლი გაიტანა. ამის მერე ბათუმელებს მეორე გოლის გასატანად არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ვერ გაიტანეს. 88-ე წუთზე ვატო არველაძემ ულამაზესი დარტყმით თბილისელებს მორიგი 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ
მატჩმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

Sportall.Ge

თბილისის "ლოკომოტივს" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "დინამო" კი 12 ქულით მეშვიდეა.