გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "გორი" ქალაქის მერიის მიერაა დაფუძნებული და ამჟამად ლიგა 3-ის "თეთრ" ჯგუფში თამაშობს. გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში სასწაული მოახდინა, ეროვნული ლიგის ბინადარი ქობულეთის "შუქურა" პენალტების სერიაში დაამარცხა და ემზადება 1/8-ფინალისთვის, რომელიც დღეს გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" გაიმართება - ქართლელები ასევე ლიგა 3-ის კლუბ თბილისის "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებენ.

ამ გუნდში ბევრ ცნობილ მოთამაშეს აღმოაჩენთ, რომელთაც "დილასა" და სხვა ცნობილ კლუბებში უთამაშიათ და რატომღაც მაღალ ლიგაში მათი ადგილი არ მოიძებნა - მეკარე გიორგი სომხიშვილი, ილია ლომიძე, რომან ახალკაცი, ნოდარ ნოზაძე,
ნიკა სადაღაშვილი
...

20 აპრილიდან "გორს" ახალი დირექტორი ჰყავს - ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებისა და დიდი გეგმების მქონე გია ისიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გორის "დილას" მენეჯერი და მისი აღზევების ერთ-ერთი აქტიური თანამონაწილე გახლდათ. წლების განმავლობაში ის უსაფრთხოების ოფიცრად მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და თბილისის "დინამოში".

"ბედნიერი ვარ, გორში დაბრუნების საშუალება რომ მომეცა. ეს თანამდებობა ქალაქის ხელმძღვანელობამ ჩამაბარა და ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. მნიშვნელოვანია, გორში ეს გუნდი რომ არსებობს და იმედი გვაქვს, მალე წარმატებებითაც მოვიწონებთ თავს", - ამბობს ისიანი.

გამოცდილმა სპეციალისტმა ახალი კლუბის ამოცანებზე ილაპარაკა:

"ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ბავშვთა ფეხბურთი, გადავამზადოთ მწვრთნელები, უკეთესი გავხადოთ ინფრასტრუქტურა... უცხოელ კოლეგებთან, კლუბებთან გვქონდეს კომუნიკაცია და გაცვლითი პროგრამები ავამუშაოთ.

მაქსიმალურად ვეცდებით, მეტი აქცენტი გავაკეთოთ ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე... გვინდა, გავაუმჯობესოთ მათი ფიზიკური მომზადება. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, ფეხბურთელებს ვარჯიში მხოლოდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე არ უწევდეთ".

საინტერესოა, რომ "დილაში" მუშაობისას, ისიანი რამდენიმე საინტერესო სპონსორული გარიგების ინიციატორი იყო და გამოჩნდა, რომ არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ, ზოგადად, მენეჯერობისთვისაც მშვენიერი კადრია. მან ამ თემაზეც ილაპარაკა:

"თუ გუნდმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია, ჩვენ სპონსორების მოზიდვასაც შევძლებთ. მჯერა, რომ ასეც იქნება. სადაც მიმუშავია, ყველა გუნდი წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი იქნება.

ჩვენი კლუბის გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ მათი ქომაგობა მნიშვნელოვანია. ჩვენ 26 აპრილის მატჩისთვის ვემზადებით - თასის მერვედფინალურ მატჩში "ნორჩ დინამოს" ვუმასპინძლებთ და ვიმედოვნებთ. იმედია, მომავალში დიდი წარმატებები გველოდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისიანს სია მოუთხოვია მწვრთნელისათვის სადაც 25 ფეხბურთელიდან 15 ნათესავ მეზობლები აღმოჩნდნენ ძველი დირექტორატის. სახლში ბატონი გია გაუშვი ყველა. შუბა კარგი ტრენერია მაგრამ გავლენის ქვეშ იყო
dinamo
22:29 26-04-2017
0
თქვენი ქომაგი მერია და ფეხბურთელების ნათესავები თუ იქნებიან. ბიუჯეტის მცენცველებო არაფრის მკეთებლებო.
dila
20:45 26-04-2017
0

სიახლეები პოპულარული