ქუთაისის "ტორპედოს" საწყისი ფასი აუქციონზე ცნობილია

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" ფასი დაადგინა. ექსპერტიზამ "ტორპედო" 600 000 ლარად შეაფასა და სწორედ ეს იქნება აუქციონზე საწყისი ფასი.

აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ქუთაისის მერიას და ახლა უკვე მისი გადასაწყვეტია, თუ როდის გავა ქუთაისური კლუბი აუქციონზე. როგორც მერიაში გვითხრეს, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი ეტაპისთვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს. ამასთან, მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.

- [ექსკლუზივი] წლიური 500 000 და
უფასო აკადემია - ჩაჩავას შეთავაზება "ტორპედოს"

- [ექსკლუზივი] "ტორპედოს" რომ ვიყიდი, კლუბი წლიურად 5 მილიონით დაფინანსდება"
- ზაალ ჩაჩავა: კარგი აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა "ტორპედოში"
მკითხველის კომენტარები / 11 /
დეივსო ტორპედო
0
kargi ra nu akrit xalxs tvalebhi nacars,3mln ki ara,dzlivs gamohnda erti msurveli biznesmeni,tu rigi dgas investorebis,nu heuhlit da nu haaqneuinebt am kac xels.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული