სფფ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან დაინერგება

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საინტერესო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ ლიგას ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ლიგის რომელიმე ტელეკომპანია რომელიმე გუნდის მატჩის ტრანსლაციის უფლებას იყიდის, ტრანსლაციაში გადახდილი თანხა მთლიანად კლუბს გადაერიცხება.

ნაყიდი მატჩის მაღალი ხარისხის სიგნალს ტელეკომპანიას სფფ მიაწვდის და ტრანსლირების "პროდაქშენსაც" მთლიანად სფფ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომლის ექსკლუზიური უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" გააჩნია.

პირობითად, ტელეკომპანია "რიონი" იყიდის ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებს და საშინაო თუ საგარეო მატჩების ტრანსლირებას მოახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ "ტორპედოს"
შეხვედრას არ აჩვენებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი".

კობიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან ამოქმედდება.

როგორც სფფ-ში განმარტავენ, ამ შემთხვევაში გაიზრდება ბიზნესის დაინტერესებაც.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
ასევე დაგაინტერესებთ