ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: უკომპრომისო დედაქალაქური დერბი

AutoSharing Option
დღეს, 23 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის VIII ტურის ბოლო შეხვედრა ჩატარდება. წინა ტურში გალიდერებული თბილისის "დინამო" დედაქალაქურ დერბიში "საბურთალოს" უმასპინძლებს. მატჩი "დინამო არენაზე" 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

დინამო-საბურთალო
VIII ტური მართლაც საინტერესო და არაპროგნოზირებადი დედაქალაქური დერბით დასრულდება: ჩემპიონატის ახალმა ლიდერმა თბილისის "დინამომ" მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი გამორჩეული გუნდი - "საბურთალო" უნდა მიიღოს.

კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "დინამომ" თავის ერთგულ ქომაგებს მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა, როცა აპრილში ზედიზედ 4 მატჩი მოიგო (მხოლოდ 1 გოლი გაუშვა). ამ წარმატებული
სერიის გამოძახილიც არის ის ფაქტი, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მისთვის ჩვეულ ადგილზეა.

არანაკლებ ქებას იმსახურებს ეროვნული ლიგის კიდევ ერთი ახალგაზრდული გუნდის, "საბურთალოს" მშვენიერი ასპარეზობაც. გიორგი ჭიაბრიშვილის კრებული ერთობ თვალსასეირო ფეხბურთს უჩვენებს და თუ ასე გააგრძელა, ამ გუნდისგან ნებისმიერი სინჯის მედლების მოპოვებაც არავის უნდა გაუკვირდეს.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონში არც "დინამოს" და არც "საბურთალოს", არცერთი მატჩი არ უთამაშიათ ფრედ და დარწმუნებული ვართ, კვირის დედაქალაქური დერბიც უკომპრომისო ბრძოლაში ჩაივლის, მით უფრო, რომ "საბურთალოს" დამატებითი მოტივაციაც ექნება - ამ გუნდს ხომ წინა ორ ჩემპიონატში ჩატარებულ ოთხ მატჩში ჯერ არცერთი მატჩი არ მოუგია და გოლიც არ გაუტანია "დინამოს" კარში...

განსაკუთრებით მტკივნეულად კი "საბურთალოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პლეი ოფში "დინამოსთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში განცდილი მარცხი (0:0, 0:1) უნდა ახსოვდეთ...

ეროვნული ლიგა. VIII ტური
23 აპრილი
თბილისი. "დინამო არენა". 17:30. LIVE "I არხზე"
დინამო (თბ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =1 -0, 9:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკომპრომისო დერბი კი არა გრანდები ხვდება ერთმანეთს ხო იცი.ეს იქნება უკომპრომისო საცოდაობა რომელიც ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება
გოგა
16:02 23-04-2017
0
აბა ბიჭები თქვენ იცით,ფრე უნდა ითამაშოთ!
Guadua
15:11 23-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული