"სამტრედიის" გულშემატკივრები იშვიათი გამონაკლისია, რაც საქართველოში ევროპულ დონეზეა"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის V ტურში "სამტრედიამ" ნავსი კვლავაც ვერ გატეხა და საშინაო არენაზე ამჯერადაც ვერ მოიგო - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თასის მფლობელ ქუთაისის "ტორპედოსთან" 0:2 დამარცხდა.

როგორც შევიტყვეთ, მატჩის შემდეგ სამტრედიელი გულშემატკივრები შეიკრიბნენ და პრობლემებზე ილაპარაკეს, გუნდის ფანკლუბმა კი საგანგებო განცხადება გაავრცელა.

"კიდევ ერთი საშინაო მარცხი, კიდევ ერთი იმედგაცრუება. მაგრამ ეს ჩვენი გუნდია, ბოლომდე უნდა ვუქომაგოთ და შეუძლებელი შევძლოთ. მართალია, გუნდს ჩავარდნა აქვს, თუმცა ახლა "სამტრედიას" გულშემატკივრის თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

არის შეცდომები, რასაც ყველა აღიარებს. სამწუხაროდ, ახლა ვერაფერს შევცვლით და
სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თავი უნდა გავიტანოთ. ამ ვითარებაში თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

ახალწვეულებმა რა ქნან? რაც იციან და შეუძლიათ, თამაშობენ. უბრალოდ, იმ ფეხბურთელების დამატება ვერ მოხერხდა, რომლებიც გუნდს უნდოდა. მაგრამ სულ მალე ყველაფერი დალაგდება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე საქართველოს "სამტრედიის" სახით ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება!

ჩვენ გუნდთან ერთად ვიყავით პირველ ლიგაში, როცა ჩემპიონები გავხდით. ახლაც, ამ კრიზისშიც მასთან ვართ და მუდამ იქ ვიქნებით, სადაც იქნება "სამტრედია". ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა თამაშების მოგება და წარმატებით თამაში, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყაროთ და ბიჭებს გვერდით დავუდგეთ, ერთმანეთს ყველაზე მეტად ახლა ვჭირდებით. ცოტაც მოვითმინოთ და იმედია, მალე ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!

13 აპრილს ყველა ერთად მივდივართ ქობულეთში 3 ქულის ჩამოსატანად! გახსოვდეს - შენ გუნდს სჭირდები! ერთმანეთისთვის!" - წერია "სამტრედიის" ფანების განცხადებაში.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე "ლელოსთან" ამბობს, რომ გულშემატკივართა თანადგომით გახარებულია:

"ქართული ფეხბურთი ევროპულს ლამის ყველაფერში ჩამორჩება - ჩემპიონატის დონით, ინფრასტრუქტურით და კიდევ ბევრი რამით, მაგრამ "სამტრედიის" გულშემატკივრები იშვიათი გამონაკლისია, რაც საქართველოში ევროპულ დონეზეა.

ასეთი გულშემატკივარი და გუნდისადმი მისი დამოკიდებულება და მიდგომები ყველა გუნდს სჭირდება. ისინი მხოლოდ პატარა ბიჭები არ არიან, მათ შორის ბევრი ასაკოვანი ადამიანია. მათთვის ფეხბურთი და "სამტრედია" ცხოვრების განუყოფელი ნაწილია".

მოქმედი ჩემპიონის დამრიგებელი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას იმედოვნებს:

"ყველა კარს თავისი გასაღები აქვს და მე სწორედ ამ გასაღებს ვეძებ. იმედია, ამას მოვახერხებთ - შეცდომებს გავაანალიზებთ და მდგომარეობას გამოვასწორებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაზელინის დიდი პარტია ჩამოუტანიათ და სტადიონზე უნდა მივიტანო)))))))აბა ვის დაჩირდება გაემზადეტ))))))
kaxelo
11:53 13-04-2017
0
კარგი რა გია,ვის რად უნდა ეგ ზღაპრები?
შენ და მთელმა საქართველომ იცის რომ შენ ხარ სრულ ტყვეობაში საკუთარი თვითშეგონების რომ მხოლოდ შენი ყოფილი 19 წლიანების ხალხია შენთვის მისაღები და მხოლოდ შენს მიერ მონახული ფეხბურთელებია სანდო.ამან გაამართლა ვითომ გასულ წელს,მაგრამ წელს ეს პირიქით დაღუპავს ყველას.
ათეულობით თავისუფალი აგენტები იყვნენ და არიან, მაგრამ მათ ზედაც არ უყურებ.მაგრამ სამაგიეროდ გყავს ახალწვეულები ისეთები რომ ავ თვალს არ ენახვება და ახლა არ იცი რა გზას ეწიო.
გამოდი მაგ სტერეოტიპებიდან და შეხედე რეალობას.როგორც მინიმუმ აცალე ხვალ თავის ჭკუაზე თამაში ქობულეთში ამ ბიჭებს,საერთოდ ნუ წამოდგები სკამიდან,მიეცი ეს 90 წუთი მათ და ისე ითამაშონ სანაიას კლუბის წინააღმდეგ.
jarji21
17:44 12-04-2017
0

სიახლეები პოპულარული