ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედომ" სტუმრად "სამტრედიას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აპრილს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის 33-ე წუთზე გახსნეს - თავი ნიკოლოზ საბანაძემ გამოიჩინა. მატჩის ბოლოსკენ "სამტრედიამ" დიდი ძალებით შეუტია, პასუხად კი მე-80 წუთზე "ტორპედოს" სწრაფი კონტრშეტევა მიიღო და... 2:0. გოლი ამჯერად ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე ვერცერთი მატჩი მოიგო - 3 წაგება და 1 ფრე.

ამრიგად, ქუთაისის "ტორპედოს" 9 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში
მე-5 ადგილზე გადავიდა, "სამტრედია" კი 7 ქულით მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 27 /
samtre

ვის არ ჰყავს 15-17-19 წლამდელებში გუნდები? დახედე კი საერთოდ იმ ლიგებს?ეს ვალდებულება ყველას ერთად დაუდგა თანხების დარიგებისას.ეს არაა მიღწევა,ეს არის პირდპირი ვალდბეულება და ამსი არგაკეთება სმოჰყვება სანქიცებო- იძულება კი არ არის მმართველსი წარმატება, ესეც უნდა იცოდე.
გამოამზეურე ერთი რამდენი ათეულ ათასი ლარი მოიზიდა კლუბმა კერძო სპონსორებისაგან,ან მისმა მმართველმა კერძო პირებმა რამდენი სააკუთარი თანხა
მიახარჯეს კლუბის საქმეს? ადვოკატობა არავის სჭირდება ყველაფერი დევს ხელისგულზე.
ელემენტარულად ყველაზე ცუდი ფეისბუქ გევრდი და ყველაზე არაინფორმატირებული საიტი აქვს კლუბს. არ რცხვენიათ?
Jango
16:17 10-04-2017
0
jangos-ს და კიდე სხვას

სამტრედიის კლუბს ძირითადი გუნდის გარდა ყავს 12 ასაკობრივი გუნდი რომლებიც მონაწილეობენ ჭაბუკთა ლიგებში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონალური ფედერაციების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში რომლებიც იკავებენ მოწინავე ადგილებს და ეს ყველაფერი გაკეთდა 3 წელიწადში, ამ ხელმძღვანელობის მიერ აშენდა 3 სართულიანი საცხოვრებელი ბაზა ფეხბურთელებისთვის გახდა ვიცეჩემპიონი, ჩემპიონი აიღო სუპერთასი და თქვენ ამ ხელმძღვანელობის მიმართ გაქვთ პრეტენზიები? ახალაძე და სამტრედიელები თუ არ ათამაშეს მაშინ როგორ უნდა განვითარდეს სამტრედიაში ფეხბურთი თუ სულ ვიღაცეების იმედზე უნდა იყო მაგრამ მე ვფიქრობ თქვენ სხვა ბოღმა გაწუხებთ
samtre
13:13 10-04-2017
0

სიახლეები პოპულარული