ეროვნული ლიგა. VI ტური: თბილისის "ლოკომოტივი" 5:0-ს დაეჩვია

AutoSharing Option
8 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VI ტური სამტრედიაში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს ქობულეთის "შუქურა" და სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ.

"რკინიგზელებმა", წინა ტურის მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს - 5:0! დუბლები ჩემპიონატის საუკეთეოს ბომბარირებმა ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიფორმეს, ქობულეთელთა კარში ერთი გოლი კი ნოდარ ქავთარაძემ შეაგდო.

სიხარულიძის ანგარიშზე ახლა უკვე 6 გოლია, გავაშელიშვილის - 5.

დღესვე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება - ზესტაფონში გორის "დილა" და ფოთის "კოლხეთი" ითამაშებენ, დანარჩენი შეხვედრები
კი 9 აპრილს ჩატარდება.

ეროვნული ლიგა. VI ტური
8 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-ლოკომოტივი 0:5
გოლები: 0:1 სიხარულიძე (12), 0:2 გავაშელიშვილი (30), 0:3 ქავთარაძე (55), 0:4 სიხარულიძე (83), 0:5 გავაშელიშვილი (87).

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 16:00
დილა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
58: +22 =7 -19, 49-54
დისკვალიფიკაცია
გიორგი ბუხაიძე (კოლხეთი)

9 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
სამტრედია-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
32: +9 =6 -17, 32-60

ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
50: +7 =8 -35, 44-104
დისკვალიფიკაცია
ლაშა თოთაძე (დინამო თბ)

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 20:00
ჩიხურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 3:3
დისკვალიფიკაცია
ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა) - ელვინ ტერა (საბურთალო).
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყუმარობს ქობულეთი ეგ აშკარაა ყოველ ტურში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი ან 2 ყვითელს ღებულობს ან წითელს და ტოვებს მოედანს მიაქციეთ ყურადღება
simartlis mtqmeli
10:47 09-04-2017
0
ქობულეთის შუქურას მიაქციეთ ყურადღება ეგ გუნდი ყუმარობს . ყველა ტურში კაცს უგდებენ და ძირითადად იმათს ვინც ზამენაზე შემოდის ანუ სპეციალური დავალებით უშვებენ ფეხბურთელს მოედანზე. მიაქციეთ ყურადღება
simartlis mtqmeli
10:46 09-04-2017
0

სიახლეები პოპულარული