ეროვნული ლიგა. V ტური: "ლოკომოტივმა" სტუმრად "კოლხეთი" გაანადგურა

AutoSharing Option
4 აპრილს ეროვნული ლიგის  ტურის პირველი მატჩი გაიმართა.

"ჩელე არენაზე" ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე მამია გავაშელიშვილმა გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე უკვე დუბლი გაიფორმა. 64-ე წუთზე "ლოკომოტივმა" მესამედ დალაშქრა მასპინძელთა კარი. ამჯერად ირაკლი სიხარულიძე გამოირჩა, რომელმაც გავაშელიშვილის პასის შემდეგ გაიტანა. 81-ე წუთზე სიხარულიძემაც მოახერხა დუბლის შესრულება.

მასპინძელთა სამწუხაროდ, 86-ე წუთზე მოედანზე გიორგი ბუხაიძე გააძევეს, ხოლო 2 წუთში გავაშელიშვილმა უკვე ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ტურის მეორე შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება, სადაც ქუთაისის "ტორპედო" გორის
"დილას" უმასპინძლებს.