ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო

AutoSharing Option
1-ელ აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის IV ტურის სამი შეხვედრა ჩატარდა.

დღის ბოლო მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც "დილამ" თბილისის "საბურთალო" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ვაგნერ გონსალვეშის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით "საბურთალომ" 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა.

* * *
თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში დედაქალაქელებმა გიორგი კიკნაძის გოლით პირველსავე ტაიმში გახსნეს, თუმცა "ლოკომოტივის" სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. სტუმართა
ფორვარდ ნიკოლოზ საბანაძეს გასათანაბრებლად სულ ერთი წუთი დასჭირდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

* * *
ქობულეთის "შუქურამ" სამტრედიაში ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

ქობულეთელთა რიგებში დუბლით ლევან კუტალია გამოირჩა, ფოთელთაგან კი ჰეთ-თრიქი უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა შეასრულა. ეს პირველი ჰეთ-თრიქია მიმდინარე ჩემპიონატში.

საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე გიორგი ბუხაიძემ დააფიქსირა, იქამდე კი "შუქურა" კაცნაკლული დარჩა - 65-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან მეორე გაფრთხილებისთვის რომან ჩაჩუა გააძევა.

* * *
ტურის დარჩენილი ორი მატჩი 2 აპრილს გაიმართება. საჩხერის "ჩიხურა" ბათუმის "დინამოს" ზესტაფონში მიიღებს, ჩემპიონი "სამტრედია" კი თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგა. IV ტური
1-ელი აპრილი
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 გონსალვეში (43).

თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კიკნაძე (24), 1:1 საბანაძე (25).

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-კოლხეთი 2:4

გოლები: 1:0 კუტალია (21), 1:1, 1:2 კოვტალიუკი (33, 56), 2:2 კუტალია (61), 2:3 კოვტალიუკი (82) 2:4 ბუხაიძე (90).

2 აპრილი
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 17:30. LIVE I არხზე
ჩიხურა-დინამო (ბთ)

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (თბ)
მკითხველის კომენტარები / 2 /
"საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო- შეცდომაა
სწორია-"საბურთალოს" გორში მსაჯმა მოაგებინა
0
მსაჯებს ეტყობა ტარიელ ხეჩიკაშვილის ხელი.
0

სიახლეები პოპულარული