ეროვნული ლიგა. III ტური: ქუთაისის "ტორპედოს" პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
19 მარტს ეროვნული ლიგის III ტურის მატჩები გაიმართა.

დღის ბოლო შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც "ტორპედომ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გამარჯვებაა "ტორპედოსთვის" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა 32-ე წუთზე გიორგი გურულმა მოახერხა. 76-ე წუთზე კი გიორგი ჯანელიძემ გათანბრა. მანამდე სტუმრებს 69-ე წუთზე ომარ გოგონაიას გაუძევეს.

გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა.

ასევე იხილეთ სხვა მატცები:

- ეროვნული ლიგა. III ტური: ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს