ეროვნული ლიგა. III ტური: "ლოკომოტივმა" პირველი მარცხი იწვნია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის III ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე გათამაშების ლიდერი "ლოკომოტივი" "საბურთალოს" დაუპირისპირდა.

- ეროვნული ლიგა. III ტური: თბილისის "დინამოს" გორის "დილამაც" მოუგო

ანგარიში მატჩის 23-ე წუთზე "ლოკომოტივმა" გახსნა - თავი მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა. "საბურთალოს" გასათანაბრებლად 17 წუთი დასჭირდა - "ლოკომოტივის" კარში გოლი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმის 73-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ "საბურთალო" წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ კოხრეიძე მოედანზე სულ რაღაც ერთი წუთის გამოსული იყო, როცა "ლოკომოტივის" კარი აიღო. ამის შემდეგ
აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, 2:1 "საბურთალოს" სასარგებლოდ.

ეროვნული ლიგა. III ტური
18.03. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
საბურთალო-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (23), 1:1 ხარაიშვილი (40), 2:1 კოხრეიძე (73).

18.03. დინამო არენა
დინამო (თბ)-დილა 1:2
გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22), 1:2 კირკიტაძე (74).

სხვა მატჩები
19 მარტი
ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
27: +13 =5 -9, 45:34

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 8:5

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
61: +27 =16 -18, 92:69
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული